ფეხბურთი

2:20 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს „ლილიც“ ჩამორჩა

საფრანგეთის ლიგა ერთის მე-2 წრე „პარი სენ ჟერმენის“ მდევრებისთვის ცუდად დაიწყო. მე-20 ტურის პირველ მატჩში „მონაკომ“ ქულები დაკარგა, ხოლო ბოლო შეხვედრაში „ლილმა“ საკუთარ კედლებში წააგო.

რენე ჟირარის გუნდი კარგ ფორმაში მყოფ „რეიმსს“ მასპინძლობდა. ანგარიში კურიოზული გოლით გაიხსნა - 73-ე წუთზე, სიდიბე ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფ ფორტეს სახეში მოარტყა და „რეიმსი“ წინ გავიდა. სამ წუთში, სტუმრებმა კუთხური შედეგიანად მოაწოდეს, ხოლო 88-ე წუთზე, ვებერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ის გოლი გაიტანა, რომელმაც ქულების გადანაწილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულის აღების შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა „მარსელმა“, რომელმაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ევიანს“სძლია. ჟოზე ანიგოს გუნდმა მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა, მაგრამ სტუმრებმა წინ გასვლა პირველივე ტაიმში მოახერხეს და შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

ნანტი-ლორიანი 1:0 (0:0)

ნანტი, “ლუი ფონტენო” 26336

ნანტი (4-4-2): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, ბედოია (ბანგურა 69), ტურე, ტრებელი (დო 82), გაკპე, ჯორდევიჩი, ოდელი (ბესა 69).

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

ლორიანი (4-4-2): შეინო, გასამა, ეკუელ მანგა, ლოტოა, გერეირო, მონე-პაკე, ბურილონი, ტრაორე (კონე 79), სუნუ (ჟუფრე 68), აბუბაკარი, ალიადიერი (დიალო 82).

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლი: 1:0 ბანგურა (89).

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 9 (4)-11 (3), კუთხური: 9-8, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 10-10.

 

ევიანი-მარსელი 1:2 (1:2)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 14746

ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, მონგონგუ, კამბონი, საბალი, ვასი, ტიე ბი (კონე 52), სორლინი, ბარბოსა (ბენეზე 67), სუგუ, ბერიგო (რუბენი 74).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

მარსელი (4-3-3): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, ლემინა (იმბულა 84), რომაო, შეირუ, ტოვინი (ვალბუენა 71), ჟინიაკი, კალიფა (პაიე 62).

მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.

გოლები: 1:0 სუგუ (15), 1:1 შეირუ (22), 1:2 ჟინიაკი (38).

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 14 (7)-9 (4), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 7-4, სეივი: 2-6, ჯარიმა: 10-12.

 

ლილი-რეიმსი 1:2 (0:0)

ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, სიდიბე (მეიტე 81), კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი (ორიჟი 76), მარტინი (როდელინი 69), გუეიე, კალუ, რუ.

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

რეიმსი (4-1-2-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, კრიშოვიაკი, დევო, ონიანჟი (ალბაეკი 70), შაბრონიე (ფორტე 64), დე პრევილი, აიტე (პოჟე 78).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

გოლები: 0:1 ფორტე (73), 0:2 კრიშოვიაკი (76), 1:2 ვებერი (88, ს.კ.).

გაფრთხილებები: კიაერი 89 - დე პრევილი 88.

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 17 (6)-6 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 10-16.

0.113116