„პარი სენ ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის არსებულ პრინციპულ დაპირისპირებაში, რომელსაც „კლასიკი“ ეწოდება, სრული თანაფარდობაა. ჩატარებული 84 შეხვედრიდან გუნდებმა 32-32 მოიგეს, ხოლო 20 ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ გუნდებმა გოლებიც თანაბარი რაოდენობის გაიტანეს - 106-106.
დედაქალაქური გუნდი „მარსელს“ ზედიზედ მე-5 მოგების წყალობით გაუთანაბრდა. წინა 4 შეხვედრიდან, პარიზელებს სამი ანგარიშით 2:0 ჰქონდათ მოგებული და ამჯერადაც ასე მოხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ლორან ბლანის შეგირდებმა მეტოქეს 2-ჯერ გაუტანეს.
პსჟ-ს გოლის გატანის 2 ძალიან კარგი შანსი პირველ ტაიმშიც ჰქონდა. მე-7 წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა ლავესიმ მანდანდა მოატყუა, მაგრამ არგენტინელმა ცარიელ კარს ააცილა. 7 წუთში, ლუკას მოურამ სოლორეიდი საკუთარ ნახევარზე დაიწყო და მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბრაზილიელმა კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან ფანიმ გამოიტანა.
„პარი სენ ჟერმენმა“ ანგარიში მე-2 ნახევრის დაწყებიდან 5 წუთში გახსნა, როდესაც იბრაჰიმოვიჩის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მაქსველმა გაიტანა.
დაახლოებით ნახევარ საათში, შეცვლაზე შესულმა ედინსონ კავანიმ, ვან დერ ვილის ფლანგურ გადაცემას კარგი თავური მოაყოლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მოგების შემდეგ, ისარგებლა რა „მონაკოს“ ფეხის დაცდენით, პსჟ-მ მდევართან სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა.
ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, 3 ქულა აიღო „ლილმა“, რომელმაც ბოლოადგილოსან „აიაჩოს სძლია. რენე ჟირარის გუნდს სალომონ კალუმ მოაგებინა, რომელმაც თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა. კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა 2-ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან იხეირა, ხოლო ერთხელ, დელაპლასის გადაცემა გამოიყენა.
აიაჩო-ლილი 2:3 (2:2)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 5663
აიაჩო (3-4-3): ოჩოა, ენგბარი, პეროცო (კამარა 88), დიელნა, მოსტეფა, ლასნე (ოლიეში 69), ანდრე, დიარა, კავალი (გონსალვესი 46), ფატი, ტალო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
ლილი (4-1-2-3): ენიეამა, სუმაორო, კიაერი, ბაზა, სიდიბე, მავუბა (დელაპლასი 31), ბალმონი (როზენალი 53), გეიე, კალუ, რუ, ორიჟი (კონე 83).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ტალო (2), 1:1 კალუ (26, პენ), 1:2 კალუ (38), 2:2 ტალო (42), 2:3 კალუ (74, პენ).
გაფრთხილებები: კავალი 24, ტალო 72, ენგბარი 74 - გეიე 45+1, ორიჟი 67.
გაძევება: სუმაორო 81.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 10 (2)-11 (5), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 13-19.
ლიონი-მონპელიე 0:0
ლიონი, “ჟერლანი” 35865
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, კონე, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ტოლისო, გრენიე, ფერი (ნ’ჟიე 78), ლაკაზეტი, ბრიანი (გომისი 63).
მწვრთნელი: რემი გარდი.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, ტიენე (კამარა 60), ილტონი, ელ კაუტარი, კონგრი, დეპლანჟი, სტამბული, მარვო, კაბელა, მუნიე (მონტანიო 86), ნიანგი (სანსონი 74).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
გაფრთხილებები: ტოლისო 18 - ნიანგი 14, კონგრი 63, სტამბული 74.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 18 (6)-7 (2), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 16-16.
პსჟ-მარსელი 2:0 (0:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45483
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, ვერატი, მატუიდი (კაბაიე 86), ლუკასი (პასტორე 86), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (კავანი 70).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
მარსელი (4-1-3-2): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, პაიე, ვალბუენა, ა. აიუ, ტოვინი (იმბულა 58), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
გოლები: 1:0 მაქსველი (50), 2:0 კავანი (79).
გაფრთხილებები: მოტა 41, მატუიდი 43, ლუკასი 49 - პაიე 30, მენდესი 66, ფანი 75.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 11 (4)-13 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 6-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 13-15.