ფეხბურთი

22:03 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა

“პარი სენ ჟერმენის” ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელებას იმაზე გაცილებით ცოტა დრო დასჭირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა 16 აგვისტოს, “ბასტიასთან” გამართულ მატჩში მიიღო და ცნობილი გახდა, რომ შვედს თვენახევარი გაუცდებოდა, მაგრამ ზლატანი კვირას “სენტ ეტიენთან” გასამართ მატჩში თამაშს შეძლებს.

“იბრაჰიმოვიჩი, თანაგუნდელებთან ერთად, “სენტ ეტიენთან” თამაშისთვის ემზადება.” – განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

0.116213