ფეხბურთი

16:03 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს 60-მილიონიანი ჯარიმა ელოდება

უეფა ფრანგული პსჟ-ს წინააღმდეგ ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევის გამო გარკვეული სანქციების გატარებას გეგმავს.

L’Equipe-ს ცნობით, პარიზული კლუბი 60 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ამ თანხის გადახდა სამი წლის განმავლობაში მოუწევს.

გარდა ამისა, ზაფხულის სატრანსგერო პერიოდში პსჟ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 60 მილიონ ევროზე მეტს ვერ დახარჯავს. ამასთან, კლუბში დაწესდება სახელფასო ზღვარი. მოცემულ მომენტში კლუბის სახელფასო ბიუჯეტი 240 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში.

ვარაუდობენ, რომ 2014/2015 წლის ჩემპიონთა ლიგაზე, განაცხადში შესაყვანი 25 ფეხბურთელის ნაცვლად, ფრანგებს მხოლოდ 21 მოთამაშის შეყვანის უფლება ექნებათ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მ უეფას შემოწმება არ გაიარა და ამის მიზეზი ყატარის ტურისტულ სამინისტროსთან გაფორმებული 167 მილიონ გირვნქა სტერლინგად შეფასებული სასპონსორო ხელშეკრულება გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163121