ფეხბურთი

10:59 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რუნიში 46 მილიონს იხდის

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერის – უეინ რუნის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ The Times-ი იუწყება. 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ინგლისის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 46 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. “მანჩესტერის” მეპატრონე გლეიზერების ოჯახი წინადადების განსახილველად მზადაა. 
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში, რუნი 10 გოლით გამოირჩა.
0.140394