“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი კლუბი პოლ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით არავისთან გვისაუბრია. ეს საკითხი არც კი განგვიხილავს. ყველა ვარიანტს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ შევისწავლით.” – ციტირებს ელ-ხელაიფის სიტყვებს Football Italia.