“პარი სენ ჟერმენმა” ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის “ბარსელონასთვის” მიყიდვა გადაიფიქრა. ამ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ “ბარსელონა” 20 წლის ცენტრალური მცველის შეძენას აპირებდა და მზად იყო მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროსა და დანი ალვესს შელეოდა. ისიც დაიწერა, რომ კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. თუმცა, თუ ფრანგ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მარკინიოსის გაყიდვა გადაიფიქრა.