ფეხბურთი

23:04 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ზლატანი ერთი წლით გაიხანგრძლივა

“პარი სენ ჟერმენმა” და  მისმა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებდა. ახალი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდეა მოქმედი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც იბრას კონტრაქტს ვადა გაუვა, ის 34 წლის იქნება.

თანამშრომლობის გახანგრძლივების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა მცირე კომენტარი გააკეთა: “პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, რადგან ამ კლუბში დიდ ამბიციას ვხედავ. იმედი მაქვს, “პარი სენ ჟერმენი” ჩემს კარიერაში ბოლო დიდი გუნდი იქნება.”

იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა. გასულ სეზონში, მან გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა, თავად კი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 თამაშში შვედმა სუპერთავდამსხმელმა 37 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114385