ფეხბურთი

11:31 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ვერატისთან გაახანგრძლივა

 

ახალგაზრდა იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატის აგენტმა დონატო დი კამპლიმ განაცხადა, რომ ფრანგულმა გრანდმა პსჟ-მ, მის კლიენტთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

20 წლის ფეხბურთელმა, გასულ სეზონში, ანაზღაურების სახით 800 ათასი ევრო მიიღო. პარიზელები მას, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში 1,7 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა, მარკო 3 მილიონზე მეტს ითხოვდა. შეთანხმების ფინანსური დეტალები უცნობია, დი კამპლი კი საკუთარ ტვიტერიდან გვამცნობს:

“პსჟ-სთან შეთანხმება შესდგება. მარკო ვერატი კლუბში 2018 წლამდე დარჩება. კონტრაქტი ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდება, რაც გუნდი გაბონიდან სამშობლოში დაბრუნდება”.

გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში, 3 აგვისტოს, პსჟ “ბორდოს” საფრანგეთის სუპერთასისთვის ეთამაშება.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, იტალიურ “ნაპოლის” და “ფიორენტინას”, ვერატის შეძენის იმედი გადაეწურებათ. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მარკო შარშან ზაფხულს, 12 მილიონ ევროდ შეიძინა იტალიური “პესკარასგან”.

 

0.114836