მადრიდის “რეალი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის – მარკო ვერატის შეძენითაა დაინტერესებული და იტალიელში 40 მილიონ ევროს იხდის. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
პსჟ იტალიელის გასხვისების წინააღმდეგი არაა, მაგრამ თანხის ნაცვლად, მადრიდელთაგან ორ ფეხბურთელს ითხოვს. საუბარია თავდამსხმელ კარიმ ბენზემასა და გარემარბ ანხელ დი მარიაზე.
ჯერჯერობით, მადრიდელები ფრანგისა და არგენტინელის გაშვებაზე არ საუბრობენ.