ფეხბურთი

2:18 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ტური იოლი მოგებით გახსნა

ზედიზედ მე-5 ტურია, „პარი სენ ჟერმენი“ სტუმრად ქულებს კარგავს, შინ კი მშრალად იგებს. ამჯერად, პარიზელები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ და გასავარდნ ზონაში მყოფ „ვალენსიენს“ 3 უპასუხო ბურთის გაშვება მოუხდა.

ანგარიში ეზეკიელ ლავესიმ გახსნა, რომელმაც იბრაჰიმოვიჩის ჯარიმას შედეგიანად დაამატა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, თავი შვედმაც გამოიჩინა. კაბაიეს დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ ბურთი კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ზლატანთან მივიდა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამ გოლიდან ორ წუთში, ლავესის გადაცემის შემდეგ, იბრას დუბლის გაფორმების საშუალება კაგელმახერმა არ მისცა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

პსჟ-ვალენსიენი 3:0 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45727

პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, სილვა, დინე, მოტა (რაბიო 65), კაბაიე, პასტორე, მენეზი, იბრაჰიმოვიჩი (ლუკასი 64), ლავესი (ვერატი 75).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ვალენსიენი (3-4-1-2): პენეტო, მეჯანი, კაგელმახერი, სისი, მატე, დუკურტიო, დუმბია, მასუაკუ, ენზა იამისი (და სილვა 70), მელიკსონი (პუჟოლი 37), ვარისი (დოსევი 80).

მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.

გოლები: 1:0 ლავესი (18), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (50), 3:0 კაგელმახერი (52, ს.კ.).

გაფრთხილება: სილვა 67.

მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 19 (8)-10 (3), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-5, ჯარიმა: 15-12.

0.115014