ფეხბურთი

2:54 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ „ნანტთან“ გაილაღა, „მონაკომ“ წელს პირველად მოიგო

„პარი სენ ჟერმენსა“ და „ნანტს“ შორის გამართული ზედიზედ მე-5 თამაში პარიზული გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. გუნდებს შორის პირველ ტურში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ლორან ბლანის გუნდმა ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფი მეტოქე არ დაინდო და მას 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში ტიაგუ სილვამ გახსნა, რომელსაც, პირველ ტაიმში, მხარი იბრაჰიმოვიჩმა აუბა. შესვენების შემდეგ, თავი მოტამ, კავანიმ და კვლავ იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს. შვედმა თავდამსხმელმა, დუბლის გარდა, თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა, როდესაც კავანის გაატანინა.

წელს პირველი თამაში მოიგო „მონაკომ“, რომელმაც ზედიზედ 2-ჯერ წამგებ „ლილთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. კლაუდიო რანიერის გუნდს 3 ქულა კურზავამ და თამაშში რადამელ ფალკაოს მაგივრად ჩართულმა ოკამპოსმა მოუტანეს. ამ უკანასკნელმა, თავი მაკრატელა დარტყმით გამოიჩინა და შეხვედრას წერტილი ეფექტური გოლით დაუსვა.

ზედიზედ მე-6 წაუგებელი თამაში ჩაატარა „ლიონმა“. რემი გარდის გუნდმა იმ „რეიმსს“ სძლია, რომელსაც ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა დაკარგული.

 

რეიმსი-ლიონი 0:2 (0:1)

რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 17262

რეიმსი (4-3-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, დევო (ონიანჟი 78), კრიშოვიაკი, ალბაეკი (კურტე 82), აიტე (ფორტე 69), შაბრონიე, დე პრევილი.

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

ლიონი (4-3-1-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი (ზეფანი 63), ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, ფოფანა, გონალონი, გრენიე (მალბრანკი 90+6), გურკუფი, გომისი, ლაკაზეტი (კონე 77).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25), 0:2 ფოფანა (84).

გაფრთხილებები: სინიორინო 31, დე პრევილი 90+2 - ლაკაზეტი 9.

მსაჯი: ოლივიე ტუალი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (3)-15 (7), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-3, ჯარიმა: 11-15.

 

ტულუზა-მონაკო 0:2 (0:1)

ტულუზა, “მუნისიპალი” 16163

ტულუზა (3-1-4-2): აჰამადა, ორიე, ძებინა, იაგო, რეგატინი, აკპა აკპრო, დიდო (ტრეხო 80), აგილარი, სილა, ბრეითუაითი, ბენ იედერი (ბენ ბაზატი 70).

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, კონდოგბია, როდრიგესი, ობადი (ფაბინიო 74), ფალკაო (ოკამპოსი 69), ჟერმენი (რივიერი 80).

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 კურზავა (36), 0:2 ოკამპოსი (88).

გაფრთხილებები: დიდო 58 - აბიდალი 44, ტულალანი 50.

მსაჯი: ტონი შაპრონი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12 (4)-14 (7), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-4, ჯარიმა: 12-24.

 

პსჟ-ნანტი 5:0 (2:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45956

პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა (მარკინიოსი 69), ვერატი (პასტორე 63), მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (ლუკასი 46).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო (ბანგურა 52), ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, ტრებელი, დო, გაკპე, ვერეტო (ბედოია 29), ტურე (პანკრატი 77), ჯორდევიჩი.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

გოლები: 1:0 სილვა (10), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (36, პენ), 3:0 მოტა (51), 4:0 კავანი (58), 5:0 იბრაჰიმოვიჩი (64).

გაფრთხილებ: ვერატი 37.

მსაჯი: ამაური დელერუ.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 15 (10)-4 (1), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 6-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 4-7.

0.132501