ფეხბურთი

18:01 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მარკინიოსი “ბარსელონას” 40 მილიონად არ დაუთმო

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი ადასტურებს, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონას” ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის შეძენა უნდოდა, მაგრამ პარიზელებმა 20 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვეს.

“ბარსელონასგან” შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა. კატალონიელები დაახლოებით 40 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფეხბურთელებს იმისთვის არ ვყიდულობთ, რომ შემდეგ ისინი გავყიდოთ.

ჩვენი მიზანი არა ფულის გამომუშავება, არამედ ძლიერი გუნდის შექმნაა. ამისთვის კი ნიჭიერი ფეხბურთელებია საჭირო.

აქცენტს ბიზნესზე რომ ვაკეთებდე, ზაფხულში 3-4 ფეხბურთელს გავყიდიდი, მაგრამ ეს ჩემი ფილოსოფია არაა.” – ციტირეს ელ-ხელაიფის სიტყვებს Le Parisien-ი.

0.11911