ფეხბურთი

13:18 | 16.06.2013 | ნანახია 0 - ჯერ

პსჟ-მ “ლაციოსთან” ერნანესის ტრანსფერი განიხილა

პარიზული გრანდი – პსჟ - ევროტურნირებში წარმატების მიღწევის მიზნით შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს და თვალი რომის “ლაციოს” ბრაზილიელ ლიდერ ერნანესს დაადგა.

“სან-პაულუს” აღზრდილი ფეხბურთელი იტალიაში მესამე სეზონს ატარებს და “არწივების” ლიდერად იქცა. ამ ხნის განმავლობაში 28 წლის ნახევარმცველმა სერია A-ში ჩატარებულ 101 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

Mercato365-ის ინფორმაციით, პსჟ სერიოზულად გეგმავს ნახევარდაცვის ხაზის ამ კრეატიული ბრაზილიელით გაძლიერებას და მას არც ერნანესის სოლიდური სატრანსფერო ღირებულება აშინებთ - დაახლოებით 30 მილიონი ევრო.

მომავალ კვირაში საფრანგეთის ჩემპიონის წარმომადგენლები “ლაციოს” დირექტორ იგლი ტარეს შეხვდებიან და მასთან ბრაზილიელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. ერნანესს, რომელიც ამჟამად ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასზე თამაშობს, რომაელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს.  

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:10 | 20.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:44 | 19.01.2018
Beka-1991 (596)

წესით უნდა გაამართლოს, მაგრამ სანჩესზე ძაან მწყდება გული. 30 მილიონი არ უღირდათ კი მარა ის კაცი. რობენს რო კარგი შემცვლელი უნდა ვერ შევიდა ამათ ტვინში

21:16 | 19.01.2018
ogafa (10220)

მასეა აბა

21:01 | 19.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

სალიჰამიჯიჩის თავს ვფიცავარ, ოდნავადაც არ გამკვირვებია
ტრადიციული ბავარიული სვლა განხორციელდა გერმანულ სატრანსფერო დაფაზე. მგონია რომ გამოადგებათ ეს ბიჭი.

20:59 | 19.01.2018
Adegboieodigbinde (54)

ვინმე გამოჩნდება და მაშინვე ბაიერნშია. მომაბეზრებელია უკვე.
იტალიაში იუვენტუსი, გერმანიაში ბაიერნი

0.069202