ლიგა ერთის წინა მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ კვლავ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერობა მინიმუმ ერთი ტურით შეინარჩუნა.
23-ე ტურში ლორან ბლანის შეგირდებმა „ბორდოს“ უმასპინძლეს და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში 59-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლუკას მოურას ფლანგური გადაცემა გოლად იბრაჰიმოვიჩმა აქცია. უნდა აღვნიშნოთ, რომ საგოლე შეტევის დროს, ლუკას მოურამ ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა მიიღო. 88-ე წუთზე, ბრაზილიელმა შემტევმა მე-2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა - მის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ფეხი წარმატებით ალექსმა დაუხვედრა, რომელმაც ზედიზედ მე-2 მატჩში გაიტანა და ამჯერადაც ბოლო წუთებზე.
პსჟ-ს შემადგენლობაში სადებიუტო თამაში ჩაატარა იოან კაბაიემ, რომელსაც გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავურის შემდეგ „ბორდოს“ კარი ძელმა იხსნა.
პსჟ-ბორდო 2:0 (0:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45292
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, პასტორე (კაბაიე 67), მატუიდი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი (ლავესი 76).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
ბორდო (4-1-2-3): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, სერტიჩი, ნ’გემო (ბიოგო 65), ტრაორე (ოარო 65), ფობერი (ბელიონი 81), სევე, მორის-ბელე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (59), 2:0 ალექსი (88).
მსაჯი: ტონი შაპტონი.
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 20 (6)-4 (3), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-12.