სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:55 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ დავიდ ლუიზი წარადგინა

 

ფრანგულმა პსჟ-მა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი წარადგინა. 27 წლის ფეხბურთელი პარიზელებმა ლონდონის “ჩელსიდან” მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 50 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ახალ კლუბში ლუიზი 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე დევიდ ბექჰემს ეცვა.

ლუიზმა პროფესიონალური კარიერა ბრაზილიურ “ვიტორიაში” დაიწყო და 2007 წელს პორტუგალიის “ბენფიკაში” გადავიდა, სადაც 4 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, მან “ჩელსის” მიაშურა.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლუიზმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.142246