“პარი სენ-ჟერმენმა” მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. პარიზული კლუბის თავკაცი უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩის დროს ცუდი საქციელის გამო დასაჯა.
შედეგად, ბლანი “პარი სენ-ჟერმენისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” პირველ მერვედფინალურ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. ამასთან, ჯარიმის სახით 10 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრა, მაგრამ ფრანგებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ სპეციალისტს სანქციას მოუხსნიან.