ფეხბურთი

2:40 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლიონში შეაჩერეს

ლიგა ერთის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინათ ეროტურნირებზე გამოსვლა დაასრულეს. ევროპის ლიგიდან გამოვარდნილმა „ლიონმა“ გათამაშების ლიდერს, „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგას სამშაბათს დაემშვიდობა.

პსჟ-ს ზედიზედ 2 მატჩი 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული, ახლა კი, „ჩელსისთან“ წაგებას, ბლანის შეგირდებმა „ლიონთან“ უქულოდ დარჩენაც მოაყოლეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილმა პარიზელებმა ამ ორ თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ლიონში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, როდესაც ლავესიმ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, ხოლო ჟორდან ფერიმ საჯარიმოს გარედან კარგად დაარტყა. ამ თამაშის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა ერთში არსებული 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო დაშორდა „სენტ ეტიენი“, რომელმაც ქულები ზედიზედ მე-2 მატჩში დაკარგა. კრისტოფ გალტიეს გუნდი „რეიმსს“ ეწვია და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ყაიმის თამაში მოახერხა. გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, „სენტ ეტიენი“ მე-3 ადგილზე მყოფ „ლილს“ 7 ქულით ჩამორჩება.

 

ნანტი-გენგამი 1:0 (1:0)

ნანტი, “ლუი ფონტენო” 21357

ნანტი (4-2-3-1): დუპე, სისოკო, ჯიჯი, ვისკარონდო, ვეინო, დო, ვერეტო, გაკპე (ტურე 82), ბედოია, ოდელი (ბანგურა 85), შეხტერი (პანკრატი 62).

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

გენგამი (4-4-2): სამასა, დოს სანტოსი, კერბრა, სორბონი, ლევეკი, ბოვუ (მანდანი 82), ატიკი, სანკარე, ჟირესი (ლანგილი 64), ალიუი (დუნიამა 56), იატაბარე.

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.

გოლი: 1:0 გაკპე (5).

გაფრთხილებები: ბედოია 29, ვეინო 36.

მსაჯი: ოლივიე ტუალი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (4)-7 (4), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 13-5.

 

რეიმსი-სენტ ეტიენი 2:2 (1:0)

რეიმსი, “ოგუსტ დელონ II

რეიმსი (4-4-2): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო (თურანი 55), ფორტე, დევო, ონიანჟი, დიეგო (აიტე 72), კურტე (ალბაეკი 64), შაბრონიე.

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, ბრიზონი, კლემენი, ლემუანი, გილავოგი (კონე 46), ამუმა (ტაბანუ 79), ერდინგი (ბრანდაო 20), გრადელი.

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

გოლები: 1:0 შაბრონიე (24), 2:0 სინიორინო (50), 2:1 ბრანდაო (51), 2:2 კლერკი (90+1).

გაფრთხილებები: შაბრონიე 79 - გრადელი 60.

მსაჯი: ბართოლომო ვარელა.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 4 (2)-22 (8), კუთხური: 0-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 6-0, ჯარიმა: 20-12.

 

ლიონი-პსჟ 1:0 (1:0)

ლიონი, “ჟერლანი

ლიონი (4-3-3): ლოპესი, ტოლისო, ბისევაცი, დაბო (ბედიმო 68), კონე (უმტიტი 49), ფერი, გონალონი, მვუემბა, ბრიანი, გომისი, ფეკირი (ლაკაზეტი 82).

მწვრთნელი: რემი გარდი.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი (რაბიო 79), სილვა, დინე, კაბაიე, მოტა, მატუიდი (ლუკასი 58), პასტორე, კავანი, ლავესი (მენეზი 78).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლი: 1:0 ფერი (31).

გაფრთხილებები: მოტა 53, მენეზი 79.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 8 (4)-10 (6), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 6-3, ჯარიმა: 14-9.

0.113079