ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ კლუბს ესეკიელ ლავესისა და ჟერემი მენეზის შესახებ სატრანსფერო წინადადებები არ მიუღია. ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მესაჭემ Football Italia-ს განუცხადა.
“ჯერჯერობით, ლავესისა და მენეზის თაობაზე არავის არაფერი შემოუთავაზებია”, - განაცხადა ბლანმა.
იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ლავესის ხილვა “ინტერს” სურს, მენეზს კი, “იუვენტუსი” უმიზნებს.