ფეხბურთი

11:54 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლაუდრუპთან მოლაპარაკებას აწარმოებს

 

ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა ინგლისის პრემიერლიგის “სუონს სიტის” დანიელი მთავარი მწვრთნელის - მიქაელ ლაუდრუპის მომსახურებითაა დაინტერესებული და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

48 წლის სპეციალისტმა უელსური კლუბი გასულ სეზონში მე-9 ადგილზე გაიყვანა და რაც მთავარია, გუნდმა ხარისხიანი, შემტევი და მებრძოლი ფეხბურთი აჩვენა. მაგრამ ლაუდრუპს “სუონსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და თუ მხარეები შეთანხმდებიან, მაშინ ფრანგებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

ესპანური პრესის ცნობით, სწორედ ზემოთნახსენები მოლაპარაკების შედეგებზეა დამოკიდებული პსჟ-ს ამჟამინდელი თავკაცის კარლო ანჩელოტის ბედი. მას მადრიდის “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება და “სამეფო კლუბიც” ძალღონეს არ იშურებს იტალიელი სპეციალისტის ხელში ჩასაგდებად.

ლაუდრუპი “სუონსამდე” “ბრონდბიუში”, “ხეტაფეში”, მოსკოვის “სპარტაკსა” და “მალიორკაში” მუშაობდა.

0.11704