მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური ნახევარმცველი – კოკე კიდევ ერთი გუნდის თვალთახედვის არეში მოექცა. ამჯერად, ახალგაზრდა ესპანელით ფრანგული პსჟ დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Lequipe ავრცელებს.
სერჟ ორიესა და დავიდ ლუისის დამატების შემდეგ, პარიზელები ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ. როგორც არაერთხელ გამცნეთ, პსჟ-ს მთავარი სამიზნე მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარიაა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტად ფრანგები 22 წლის ესპანელსაც განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ კოკეს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა, მაგრამ, როგორც წესი, ფეხბურთელის მაღალი ფასი ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს ნაკლებად აშინებთ.
კიდევ ერთი დაბრკოლება ფინანსური “ფეირ ფლეია”, რომლის თანახმადაც, პსჟ-მ ახალ ფეხბურთელებში გადახდილი ფული სხვა ფეხბურთელების გაყიდვით უნდა აინაზღაუროს, თუმცა პარიზელები ჯერჯერობით არცერთი ლიდერის გაყიდვას ჩქარობენ.
ლევან გოგოტიშვილი