“პასი სენ-ჟერმენი” ედინსონ კავანის “მანჩესტერ იუნაიტედს” იმ შემთხვევაში დაუთმობს, თუ ურუგვაელის სანაცვლოდ უეინ რუნის მიიღებს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
“წითელი ეშმაკები” კავანის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამოსდით. თავის მხრივ, რუნის ხელში ჩაგდება პსჟ-ს ხელმძღვანელობასაც სურს და არაა გამორიცხული, მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.
აღსანიშნავია, რომ კავანი პსჟ-ში თავს არცთუ ბედნიერად გრძნობს და კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა.