ფეხბურთი

14:57 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კავანის ორშაბათს შეამოწმებს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” იტალიური “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს. L’Equipeს ცნობით, ურუგვაელი პარიზს შაბათს ან კვირას ეწვევა, ორშაბათს კი, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

პირადი კონტრაქტის საკითხები და სხვა ფინანსური დეტალები ორშაბათს, ან სამსაბათს, ოფიციალურ განცხადებაში გახდება ცნობილი. “ნაპოლი” პარიზელთაგან 63 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მილიონი ევრო ბონუსების სახითაც დაერიცხებათ.

შეგახსენებთ, რომ კავანის გადაბირება ლონდონის “ჩელსისაც” სურდა, მაგრამ სადღეისოდ, პსჟ აშკარა ფავორიტია.

 

0.131869