ფეხბურთი

21:14 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კავანის გაყიდვას არ აპირებს

 ფრანგული სპორტული გამოცემის, L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ ჟერმენი” ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის გაყიდვას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, 27 წლის შემტევს ინგლისური გუნდები იწვევენ და ნისლიან ალბიონზე გადაბარგების სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს. ამას ისიც ემატება, რომ პსჟ-ს ფინანსურ ფეირ ფლეისთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და პარიზელებს ფეხბურთელის კარგ ფასად გაყიდვა აწყობთ. თუმცა, ფრანგული პრესის ცნობით, ლორან ბლანის გუნდი კავანის მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნებას გეგმავს.

0.122754