ფეხბურთი

12:45 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კავანის არ გაყიდის

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” თავდამსხმელ ედინსონ კავანის არ გაასხვისებს. ამის შესახებ პსჟ-ს მფლობელმა ნასერ ელ-ჰელაიფიმ განუცხადა “სკაი სპორტსს”.

“კავანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, მას სხვა პოზიციაზე თამაში მართლაც სურს, მაგრამ ამ საკითხს მთავარი მწვრთნელი წყვეტს. ედინსონი იქ ითამაშებს, სადაც ლორან ბლანი გადაწყვეტს. მას შეუძლია ამ თემაზე ისაუბროს, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც მწვრთნელი მიიღებს. კავანი ტოპ-კლასის ფორვარდია და რა თქმა უნდა, პსჟ-ში დარჩება”, - განაცხადა ელ-ჰელაიფიმ.

რამდენადაც ცნობილია, კავანი ბლანის სათამაშო სქემით უკმაყოფილოა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში სურს. ამის გამო, ურუგვაელი პარიზიდან აბარგებას არ გამორიცხავს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103852