ფეხბურთი

11:24 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კაბაიეში 26 მილიონს იხდის

“ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველი იოან კაბაიე უახლოეს პერიოდში შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.

პარიზელებმა არაერთხელ გამოთქვეს 28 წლის ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელის შეძენის სურვილი, მაგრამ ინგლისურ მხარესთან შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ.

The Telegraph-ის ცნობით, პსჟ-ს ხელახლა გააქტიურება ადრიან რაბიოს ტრავმამ გამოიწვია, რომელიც გუნდს რამდენიმე კვირით დააკლდება. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ბლეზ მატუიდის მომავალი, რომელსაც მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ კაბაიეს შესაძენად მზადაა 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში ფრანგმა ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.104616