ფეხბურთი

14:08 | 2.05.2013 | ნანახია 0 - ჯერ

პსჟ ისკოში 35 მილიონს იხდის

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ესპანური “მალაგას” ნახევარმცველის – ისკოს შეძენას ეცდება. Goal-ის ინფორმაციით, პარიზელები 21 წლის ესპანელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიან.

საგულისხმოა, რომ ანდალუსიელები ისკოში სწორედ ამ თანხას ითხოვენ. ამგვარად, თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მომდევნო სეზონიდან, ისკო პსჟ-ს ღირსებას დაიცავს. პარიზელები ახალგაზრდა ესპანელს დიდი ხანია აკვირდებიან. “ხეტაფესთან” მატჩში (2:1), პსჟ-ს სკაუტები ტრიბუნაზეც შენიშნეს.

ცნობისათვის, ისკოს “მალაგასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

 

თეგებიმალაგაისკო

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 25.08.2013
momo (147)

მაგ ზღაპარს არ დაუჯეროთ ბიჭებო ხორვატია არიქნება იმ საშინელ მდგომარეობაში რომ მოდუნდეთ1!!!!

15:51 | 25.08.2013
sabonis (9584)

ესეც უძლეველი ბერძნები, თუმცა ამხანაგურები არაფერს ნიშნავს.

15:48 | 25.08.2013
sabonis (9584)

ჩემის აზრით მთავარი ბრძოლები ჩეხებს, ხორვატებს და პოლონელებს უნდა გაუმართოდ. ესპანელებთან და სლოვენიელებთან არ ღირს ძალების ბოლომდე დახარჯვა მაინც ვერ მოუგებთ.

19:54 | 25.08.2013
zulu (627)

ვერ მოგებაზეც არ არის ძალები უნდა დავზოგოთ.თამაშები ისე გვაქვს რომ ეგრე მოგვიწევს. ისე ჯობდა პირველი 3-თამაში ამათთან გვქონოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072824
სარეკლამო ადგილი - 99
X x X