“პარი სენ-ჟერმენი” “ნიუკასლისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველის – მატიე დებიუშის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
პარიზელები მარჯვენა მცველის პოზიციაზე კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ლეგიონერის – დანიელ ალვესის კანდიდატურას მოიაზრებდნენ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება. პარიზელები დებიუშის სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობენ.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, დებიუშიმ 28 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ისახელა.