ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონის “ჩელსისგან” უკანახაზელი დავიდ ლუისის შეძენას ეცდება. “დეილი მეილის” ცნობით, 26 წლის ბრაზილიელის ხელში ჩასაგდებად, პარიზელებს 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვთ გამოყოფილი.
ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება მას შემდეგ დაიწყება, რაც “ჩელსი” და პსჟ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მომდევნო ეტაპის საგზურის ბედს გაარკვევენ.
რამდენადაც ცნობილია, დავიდ ლუისის შეძენა მიუნხენის “ბაიერნსა” და კატალონიის “ბარსელონასაც” სურთ.