ფეხბურთი

2:01 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და „მონაკო“ იოლად იგებენ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, გათამაშების ორივე ფავორიტმა იოლად იმარჯვა. პსჟ- „რენს“ სტუმრობდა, ხოლო „მონაკო“ გენგამში თამაშობდა. ორივე მათგანმა მეტოქეზე ორით მეტი ბურთის გატანა მოახერხა.

ლიგა ერთში პირველად მოხდა, რომ პსჟ-ს გასვლით მატჩში გოლის გატანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც მოახერხა და ედინსონ კავანიმაც.

სანამ მეტოქის კარს შვედი და ურუგვაელი აიღებდნენ, ანგარიში მოტამ გახსნა, რომელმაც თავი ძალზე ზუსტი შორეული დარტყმით გამოიჩინა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, იბრამ მატუიდის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ზლატანმა, ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მე-5 პენალტი გაიტანა და ეს მაშინ, როდესაც არცერთ სხვა ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორზე მეტჯერ არ გაუტანია.

67-ე წუთზე, ჯარიმიდან ალესანდრინის ძლიერ დარტყმას სირიგუს არადამაჯერებელი თამაში მოჰყვა და მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს. შეხვედრას წერტილი პირველ დამატებულ წუთზე დაესვა, როდესაც კავანიმ საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით გაიტანა.

ზედიზედ მე-5 თამაშის მოგების წყალობით, ლიდერთან 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა „მონაკომ“, რომელმაც „გენგამს“ საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრა. კვლავ რადამელ ფალკაოს გარეშე მოთამაშე გუნდის მხრიდან თავი მარტიალმა და კურზავამ გამოიჩინეს. ამას ისიც დაემატა, რომ 22-ე წუთზე მოედნიდან „გენგამის“ ფეხბურთელი გააძევეს და შესვენებაზე უკვე ცხადი იყო, რომ სტუმრები 3 ქულას ხელიდან არ გაუშვებდნენ. მათ არც გოლი გაუშვეს, რაც ზედიზედ მეხუთედ მოხდა.

 

რენი-პსჟ 1:3 (0:1)

რენი, “რუტ დე ლორიანი” 28233

რენი (4-1-2-3): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, უტანჯო, ემერსონი, ბაკაიოკო, კონდრასენი (რომერო 79), მაკუნი, პიტროიპა (უნუ 70), ოლივეირა, ალესანდრინი.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, დინე, მოტა, ვერატი, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (რაბიო 74).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 0:1 მოტა (19), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (52, პენ), 1:2 ალესანდრინი (67), 1:3 კავანი (90+1).

გაფრთხილებები: კონდრასენი 79 - ვერატი 73.

მსაჯი: სტეფან ლენუა.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 8 (2)-8 (5), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 0-5, სეივი: 2-1, ჯარიმა: 11-20.

 

აიაჩო-ლორიანი 1:2 (1:1)

აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 6057

აიაჩო (4-4-2): ოჩოა, ჰენგბარტი, პეროცო, ტონუჩი, ბონარი, არაში (კამარა 83), მოსტეფა, ფატი (დიარა 73), ანდრე, ედუარდო, ტალო (ოლიეში 79).

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

ლორიანი (4-4-2): შეინო, გასამა, კონე, ეკუელ მანგა, გერეირო, ჟუფრე, ბურილონი (დუკურე 30), ლოტოა, ბართელმი, დიალო (მონე-პაკე 78), აბუბაკარი (ალიადიერი 62).

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლები: 0:1 აბუბაკარი (39), 1:1 არაში (44), 1:2 ალიადიერი (73).

გაფრთხილებები: ტონუჩი 52 - ლოტოა 36, დიალო 56.

მსაჯი: ბენუა მილო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (5)-10 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-4, ჯარიმა: 13-10.

 

ევიანი-რეიმსი 1:1 (0:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 8769

ევიანი (4-1-2-3): ჰანსენი, ჯეჯე, მენსა, მონგონგუ, საბალი, კონე (ბერიგო 64), ტიე ბი, სორლინი, ვასი, რუბენი (ნ’სიკულუ 88), სუგუ (კამბონი 77).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

რეიმსი (4-4-2): აგასა, მანდი, ვებერი, ფოფანა, სინიორინო, თურანი (აიტე 76), დევო, ალბაეკი (ატარი 81), ფორტე, დე პრევილი, შაბრონიე (ინიანჟი 69).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

გოლები: 1:0 მენსა (74), 1:1 აიტე (90+1).

გაფრთხილებ: ალბაეკი 42.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 18 (7)-10 (5), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 12-18.

 

გენგამი-მონაკო 0:2 (0:2)

გენგამი, “რუდურუ” 14576

გენგამი (4-4-2): ასემბე, პერეირა, კერბრა, სორბონი, ლემეტრი (ლევაკი 20), ბოვუ (დიალო 26), მატისი, სანკარე, ჟირესი, მანდანი, დუნიამა (ალიუი 76).

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენე.

მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო (კონდოგბია 61), როდრიგესი (ოკამპოსი 68), ობადი, რივიერი (ჟერმენი 84), მარტიალი.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 მარტიალი (4), 0:2 კურზავა (42).

გაფრთხილებები: პერეირა 18, სანკარე 83 - სუბასიჩი 77, ოკამპოსი 86.

გაძევება: პერეირა 22.

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 12 (4)-18 (4), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-12.

 

ნანტი-ტულუზა 1:2 (0:0)

ნანტი, “ლუი ფონტენო” 27249

ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ჯილობოჯი, სიჩერო, ალჰადური, დო, ტურე, გაკპე (არისტეგიეტა 63), ბედოია (ბანგურა 74), ბესა (ოდელი 64), ჯორდევიჩი.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

ტულუზა (3-4-1-2): აჰამადა, იაგო, სპაიჩი, აბდენუ, ორიე, რეგატინი, დიდო (სირეიქსი 84), აკპა აკპრო, აგილარი, ბენ იედერი (ბენ ბაზატი 90+1), ბრეითუაითი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 0:1 დიდო (55), 0:2 აკპა აკპრო (71), 1:2 ჯილობოჯი (82).

გაფრთხილებები: ჯილობოჯი 74, ტურე 88 - ბრეითუაითი 89, აკპა აკპრო 90.

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14 (2)-8 (4), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-1, ჯარიმა: 18-5.

 

ნიცა-სოშო 1:0 (1:0)

ნიცა, “ალიანს რივიერა” 20565

ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, ჟენევუა, პეიჩინოვიჩი, კოლოძიეშაკი, მენდი, დიგარი, პუელი (ეისერიჩი 66), ბრულსი, ბოტეკი (ბრუინსი 82), სვიტანიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

სოშო (4-2-3-1): კროსი, კორშია, პეიბერნე, კანტი, ფოსურიე (ფრაუ 46/ბაკამბუ 63), ილაიმარიტრა, კარლაო (პრჩიჩი 32), დუბაი, ზუმა, კონტუ, მაიუკა.

მწვრთნელი: ერვ რენარი.

გოლი: 1:0 ბოტეკი (25).

გაფრთხილებები: ბრულსი 84 - ფოსურიე 6, პრჩიჩი 34, კორშია 88.

მსაჯი: ოლივიე ტუალი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 10 (6)-6 (0), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 0-5, ჯარიმა: 13-22.

0.113582