“პარი სენ ჟერმენსა” და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული.
“მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გავივლით.” – აცხადებს პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება.
ლორან ბლანი პსჟ-ს გასული ზაფხულიდან წვრთნის. მას კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.