ფეხბურთი

12:41 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და “ატლეტიკო” კანდრევასთვის იბრძვიან

რომის “ლაციოს” ნახევარმცველმა ანტონიო კანდრევამ მადრიდის “ატლეტიკოსა” და “პარი სენ-ჟერმენის” ყურადღება მიიპყრო. Sport Mediaset-ის ცნობით, მადრიდელებმა იტალიელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

კანდრევასთვის ბრძოლაში, “ატლეტიკოს” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს პსჟ, რომელიც ნახევარმცველში 25 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რომაელთა შუახაზელი კლუბს შეიცვლის.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კანდრევამ “ლაციოს” შემაგდენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და 12 გოლით გამოირჩა.

 

0.131857