ფეხბურთი

2:46 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ჩემპიონობას მარცხით შეხვდა

საფრანგეთის ლიგა ერთის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მართალია, პარიზელები „რენთან“ დამარცხდნენ, მაგრამ ვერც მეორეადგილოსანმა „მონაკომ“ იყოჩაღა და პსჟ-ს ტიტული გაუფორმა.

სანამ პსჟ თამაშს დაიწყებდა, მანამდეც ცნობილი იყო, რომ ლორან ბლანის გუნდს ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილებოდა. საათებით ადრე, „მონაკომ“ „გენგამთან“ ფრე ითამაშა და პარიზელებს ტიტულისკენ გზა გაუხსნა.

საჩემპიონო მატჩი პსჟ-სთვის კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, უიღბლო გამოდგა. მატჩის დებიუტში, მასპინძლებმა სტუმარი მცველების არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლეს, რის შემდეგაც ესეკიელ ლავესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ, პსჟ-სთვის უსიამოვნო მონაკვეთი დადგა - 23-ე და 27-ე წუთებზე, „რენმა“ 2 გოლი გაიტანა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რაც შეეხება „მონაკოს“, კლაუდიო რანიერის გუნდი „გენგამთან“ მატჩში ქულას დასჯერდა. შეხვედრის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა - 77-ე წუთზე, დიმიტარ ბერბატოვმა თავური დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, დაახლოებით 10 წუთში კი, ფათიხ ატიკმა ეფექტური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ამგვარად, გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს.

პარიზი. „პარკ დე ფრანსი“.

პსჟ - რენი 1:2 (1:2) 

პსჟ: სირიგუ, ჟალე (მარკინიოსი 26), ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, მატუიდი, კაბაი, მოტა (მოურა 58), პასტორე, კავანი, ლავესი (იბრაჰიმოვიჩი 57).

მწვრთნელი: ლორან ბლანი

რენი: კოსტილი, არმანი, ბოიე, უნტონჯი, მორეირა, კადირი (დანზე 69), პაჟო, დიუკური, ბაკაიოკო, ოლივეირა (ტოივონენი 70), ნტეპი (ალესანდრინი 81).

 წვრთნელი: ფილიპ მონტანიე

გოლი: 1:0 ლავესი (3), 1:1 კადირი (23), 1:2 ნტეპი (27)

გაფრთხილება: ალექსი (18), მატუიდი (67)

კარში დარტყმა: 23 (7) – 5 (4) ჯარიმა: 4 - 7 კუთხური: 13 - 0 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 69% - 31% სეივი: 2 – 6

 

მონაკო. „ლუის მეორე“.

მონაკო - გენგამი 1:1 (0:0)

მონაკო: სუბაშიჩი, კარვალიუ, რაჯი, ეჩიჯილე, აბდენური, ტულალანი (ჟერმენი 90), მოუტინიო, ხამეს როდრიგესი (დირარი 74), კონდოგბია, ბერბატოვი (ოკამპოსი 82), რივიერი.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გენგამი: სამასა, სორბონი, ლევეკი, სანკო, კერბრა, მატისი, სანკარე, ჟირესი (ლანჟილი 80), ბოვე (ატიკი 61), იატაბარე, მანდანი (დიალო 67).

 წვრთნელი: ჟოსლენ გურვენეკი

გოლი: 1:0 ბერბატოვი (77), 1:1 ატიკი (85)

გაფრთხილება: რივიერი (39), კარვალიუ (87), ჟერმენი (90) - იატაბარე (36), სორბონი (45), მატისი (81)

გაძევება: დიალო (88)

კარში დარტყმა: 16 (4) – 5 (2) ჯარიმა: 15 - 19 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 1 – 3  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122795