ფეხბურთი

14:37 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ბლანი – თანამშრომლობა გაგრძელდება

 გუშინ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში “პარი სენ ჟერმენმა” “ლიონს” 2:1 მოუგო, შეხვედრის დასრულების შედეგ კი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დაადასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის წინადადებაზე თანახმაა და პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Le 10 Sport ავრცელებს.

ბლანისა და პსჟ-ს სამომავლო თანამშრომლობა კიდევ 2 წლით გაგძელდება და ლორანი პარიზელებს 2016 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს (ფინიშამდე 5 ტურით ადრე 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “მონაკოს”), გუშინდელ ფინალში კი “ლიონს” ედინსონ კავანის გოლების წყალობით სძლია.

0.122916