ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” იტალიურ “ნაპოლის” ერთობ მომხიბვლელი წინადადებით მიმართავს – Football Italia-ს ცნობით, პარიზელები ნეაპოლელებს ედინსონ კავანის სანაცვლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და 40 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
საგულისხმოა, რომ კავანის აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს უკვე შეხვდა. თავის მხრივ, იბრაჰიმოვიჩს პარიზელთა ახლადდანიშნულ თავკაც ლორან ბლანთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს და არაა გამორიცხული, კლუბის შეცვლა მოისურვოს.
კავანის შეძენით, “ჩელსი” და “სიტიც” არიან დაინტერესებულნი.