ფეხბურთი

3:07 | 29.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

პსჟ - 3 ქულა და 3 გაძევება

ბექჰემის პირველი ფრანგული წითელი

დაძაბული და მოვლენებით დატვირთული გამოდგა საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ევიანისა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის გამართული დაპირისპირება. „პარკ დე სპორტსზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა მხოლოდ 1 გოლი იხილა, მაგრამ ისინი გახდნენ მომსწრენი, თუ როგორ გააძევა არბიტრმა მოედნიდან 4 ფეხბურთელი, მათ შორის დევიდ ბექჰემიც.

პსჟ-ს 3 ქულა ხავიერ პასტორემ მოუტანა. არგენტინელმა 50-ე წუთზე, ჟალეს მიერ გაკეთებული გადაცემა გამოიყენა.

81-ე წუთზე, მე-2 ყვითელი ბარათის გამო, მოედანი მარკო ვერატის დაატოვებინეს. მალე, თამაშში დევიდ ბექჰემი ჩაერთო, რომელმაც მოედანზე 9 წუთი დაჰყო. მე-2 დამატებულ წუთზე, ადნანთან სახიფათოდ თამაშის გამო, არბიტრმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და დედაქალაქელები მოედანზე 9 კაცით დატოვა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯმა წითელი ბარათი კიდევ 2 ფეხბურთელს მისცა - მასპინძელთა შემტევს, საბერ კელიფასა და სტუმართა მეკარეს, სალვატორე სირიგუს.

დღის ცენტრალური მატჩი ლიონში გაიმართა. ადგილობრივი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „სენტ ეტიენს“ დაუპირისპირდა. „მწვანეებმა“ თამაში ვერ მოიგეს, მაგრამ მათი წაუგებელი სერია მაინც გაგრძელდა. კრისტოფ გალტიეს გუნდს, 2013 წელს გამართულ 15 თამაშში წაგება არ აქვს.

 

ლიონი-სენტ ეტიენი 1:1 (0:1) 

ლიონი, “ჟერლანი” 38845

ლიონი (4-3-3): ლოპესი, ფოფანა, კონე, უმტიტი, დაბო, გონალონსი, მალბრანკი (ლაკასეტე 71), გრენიე, ბრიანი (გომისი 72), გურკუფი, ლოპესი (მვუემბა 87).

მწვრთნელი: რემი გარდი.

სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, სალი, ზუმა, გულამი, გილავოგი, ლემუანი, კოადე, ობამეიანგი, მოლო (ამუმა 60), ბრანდაო (ბოდმე 72).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

გოლები: 0:1 ზუმა (29), 1:1 გურკუფი (54).

გაფრთხილებები: მალბრანკი 39, გონალონსი 82 - კლერკი 62, ამუმა 82.

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 13 (3)-13 (4), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-10.

 

ნიცა-ტრუა 3:1 (2:1)

ნიცა, “მუნისიპალ რაი” 8749

ნიცა (4-3-3): დელე, პუელი (ფოფანა 86), სიველი, პეიჩინოვიჩი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, მერიემი (ბრუინსი 31), დიასი, ბაოკენი (ჟენევუა 65), კვიტანიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

ტრუა (4-3-3): ტურამ-ულიენი, ფოსურიე, ჟარჟა, ბრეშე, ოთონი, ტიაგო (კოლინი 72), იამისი, ნივე, კამუსი, იატარა (დარბიონი 78), ბაებეკი.

მწვრთნელი: ჟან ფურლანი.

გოლები: 0:1 იატარა (21), 1:1 სიველი (34), 2:1 კვიტანიჩი (45), 3:1 ბრუინსი (77).

გაფრთხილებები: დიასი 24 - ტიაგო 60, ბრეშე 66, ჟარჟა 80.

მსაჯი: ენტონო გოტიე.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16 (5)-11 (4), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 11-13.

 

ევიანი-პსჟ 0:1 (0:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 14621

ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, მონგონგუ, კამბონი, ვასი, რაბიუ, სორლინი, ბარბოსა (მბარკი 85), ნინკოვიჩი (ბერიგო 59), საგბო (ადნანი 79), კელიფა.

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, ტაიგო სილვა, მაქსველი, ვერატი, მატუიდი, მენეზი (ბექჰემი 84), პასტორე (ვან დერ ვილი 88), ლავესი (შანტომი 69), იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლი: 0:1 პასტორე (50).

გაფრთხილებები: ჯეჯე 19, რაბიუ 32 - ვერატი 27, მაქსველი 45.

გაძევებები: კელიფა 90+6 - ვერატი 81, ბექჰემი 90+2, სირიგუ 90+6.

მსაჯი: ოლივიე ტუალი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 14 (2)-10 (5), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-6, სეივი: 4-2, ჯარიმა: 19-20.

0.302005