საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თითო ქულის ჩაგდება მაინც ყველა მეოთხედში მოახერხა, თუმცა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, მორიგ მწარე მარცხს ვერ გადაურჩა.
“ტურკ ტელეკომის” მიერ ორგანიზებული ტურნირის მე-4 ტურში, გია კაზანჯიანის შეგირდები სლოვენიელებს გადაეყარნენ და 56:89 განადგურდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები 26:37-ს აგებდნენ, მე-3 პერიოდი კი - 12:33 დათმეს და თამაშმაც ინტერესი დაკარგა.
გასულ შეხვედრაში, ქართველ ჭაბუკთაგან ბექა დარახველიძე გამოირჩა, რომელმაც მოედანზე 38 წუთი გაატარა და მართალია, თამაშიდან 18-დან მხოლოდ 5 ტყორცნა გამოიყენა (სულ საქართველოს ნაკრებმა 14-დან 1 სამქულიანი და 48-დან 17 ორქულიანი ჩააგდო), საბოლოოდ, 22 ქულას, 7 მოხსნასა და 4 ჩაჭრას გამორჩა.
B ჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს დღეს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს და წარმატების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს.
სლოვენია – საქართველო 89:56 (14:6, 23:20, 33:12, 19:18)
საქართველო: ამირხანაშვილი (9 ქ. 6 მ.), ლილუაშვილი (10 ქ.), ჯაყელი (2 ქ.), კობალავა (2 ქ.), აბულაძე (8 ქ.), დარახველიძე (22 ქ. 7 მ.), პულუზაშვილი, ღურწკაია (1 ქ.), ჭიხვარია, ლომთაძე (2 ქ.).







