კლასიფიკაციის ლიდერი რაფა ნადალი ინდიან უელსში საჩემპიონო ტიტულის დაცვას ვეტერან ჩეხ რადეკ შტეპანეკთან შეუდგა და მეტოქე სამსეტიან მატჩში 2:6, 6:4, 7:5 დაამარცხა. 27 წლის რაფას შემდეგი ოპონენტი უკრაინელი ოლეკსანდრ დოლგოპოლოვია, რომელმაც ამერიკელ ტიმ სმიჩეკს სძლია.
ნადალს რეიტინგსიის 50-ე ნომერ შტეპანეკის წინააღმდეგობის დასაძლევად ორსაათნახევარი დასჭირდა. რაფამ პირველი სეტი წააგო, მესამე გადამწყვეტ პარტიაში კი უკომპრომისო პაექრობა იყო და ნადალმა მოახერხა სეტისა და მთლიანად შეხვედრის მოგება. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში რაფა მეშვიდედ შეხვდა შტეპანეკს და მეშვიდეჯერ შეძლო მისი დამარცხება.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ რაფა ნადალს ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდებას მიანიჭებენ. სასწავლებლის რექტორატი ამ ჟესტით რაფას ჩოგბურთის განვიტარების საქმეში შეტანილი წვლილი დაფასება სწადია. შეგახსენებთ, ნადალი კუნძულ მანაკორზე დაიბადა, რომელიც ბალეარის არქიპელაგში შედის.