ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–8 ტურში, ჯერჯერობით, ფრე არ დაფიქსირებულა. შაბათს გამართული მატჩები მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა.
მადრიდის „რეალმა“ „ლევანტესთან“ დაპირისპირებაში ბევრი იწვალა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა. ვალენსიელთა და მადრიდელთა დაპირისპირების პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, დასკვნით 45 წუთში კი, გულშემატკივრებმა 5 გოლი იხილეს.
57–ე წუთზე, პაპა დიავარამ მასპინძლები დააწინაურა, რამაც კარლო ანჩელოტის გუნდი გამოაფხიზლა და მადრიდელებს შეტევისაკენ უბიძგა. სტუმრებმა წონასწორობა სულ რაღაც 4 წუთში აღადგინეს – ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ ბურთს შეტევაში ჩართული სერხიო რამოსი დაუხვდა და ანგარიშიც გათანაბრდა.
მატჩის მიწურულს, ვალენსიელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ და ყველაფერი თითქოს იმას მოასწავებდა, რომ „რეალი“ მხოლოდ ქულისთვისღა თუ იბრძოლებდა. საბოლოოდ, ჯერ ალვარო მორატამ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, კრიშტიანუ რონალდუმ დაჰკრა ზუსტად და „რეალს“ 3 ქულა მოუტანა.
კატალონიის „ბარსელონა“ „ვალიადოლიდს“ დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩის დებიუტში, სტუმრები ხავი გერას თავურით დაწინაურდნენ, მაგრამ ალექსის სანჩესის ეფექტური გოლით, მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. ამის შემდეგ, ხერარდო მარტინოს გუნდმა მატჩის სადავეები ხელთ იგდო და აღარ გაუშვია. ცხადია, ეს ტაბლოზეც აისახა.
52–ე წუთზე, კრისტიან ტელიოს პასს ჩავი ერნანდესი გამოეხმაურა და „კამპ ნოუს“ ბინადრები წინ გაიყვანა. ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ კატალონიელები საქმის გამარჯვებამდე მიყვანას შეძლებდნენ. საკითხავი ის იყო, რამდენ გოლს გაიტანდნენ მეტოქის კარში. 64–ე წუთზე, მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე ალექსის სანჩესი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია – 3:1. მატჩის საბოლოო ანგარიში „ბარსას“ ახალწვეულმა ნეიმარმა დააფიქსირა, რომელმაც კატალონიელთა ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა გოლით და ტაბლოზე 4:1 ააციმციმა.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, „ელჩემ“ „ესპანიოლს“ 2:1 სძლია, „რაიო ვალიეკანომ“ კი, „სოსიედადი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 24000
ელჩე – ესპანიოლი 2:1 (1:0)
ელჩე: ერერა, სისმა, ლომბანი, სუარესი, ლანსონი, მარკესი (ნიგესი 69), პერესი, ჩავესი, ხილი, მანუ (სანჩესი 62), კორომინასი (ბოაკე 83).
მწვრთნელი: ფრანკ ესკრიბა
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, როდრიგესი, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (ლანსაროტე 76), სანჩესი, გონსალესი (პიცი 46), ლოპესი, გარსია, სტუანი (ბიფუმა 58).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 კორომინასი (40), 1:1 ბიფუმა (65), 2:1 კორომინასი (75)
გაფრთხილება: სანჩესი (72), ლოპესი (84)
გაძევება: სანჩესი (88)
კარში დარტყმა: 12 (6) – 13 (3) ჯარიმა: 13 - 19 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10120
რაიო – სოსიედადი 1:0 (0:0)
რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია, მოხიკა (ტიტო 46), გონსალესი, ტრასორასი, საული, კასტილიო (ბუენო 62), ფალკე (ვიერა 53), ლარივეი, ბანგურა.
მწვრთნელი: ხემესი
სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, ელუსტონდო (პარდო 90), სურუტუსა (სეფეროვიჩი 72), ბერგარა, გრიზმანი, აგირეჩე (პარდო 90), ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 1:0 ვიერა (89პ.)
გაფრთხილება: გონსალესი (70), ვიერა (90) – სურუტუსა (57), ბრავო (88)
კარში დარტყმა: 11 (1) – 18 (6) ჯარიმა: 9 - 8 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 6 – 0
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 24102
ლევანტე – რეალი 2:3 (0:0)
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, როდასი, დიოპი, სიმანი, კსუმეტრა (ელ–ზჰარი 68), გარსია (პინტუ 88), ივანშიცი, დიავარა (ბარალი 79).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
რეალი: ლოპესი, რამოსი, არბელოა, კოენტრაუ (მარსელო 59), ვარანი, მოდრიჩი, ხედირა, დი მარია, ისკო (მორატა 68), რონალდუ, ბენზემა (ხესე 78).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 1:0 დიავარა (57), 1:1 რამოსი (61), 2:1 ელ–ზჰარი (86), 2:2 მორატა (90), 2:3 რონალდუ (90)
გაფრთხილება: ლოპესი (80) – ხედირა (43), არბელოა (50), რონალდუ (90)
კარში დარტყმა: 13 (4) – 29 (12) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 9 – 2
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 65000
ბარსელონა – ვალიადოლიდი 4:1 (1:1)
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, ადრიანო, პიკე (ბუსკეტსი 79), ბარტრა, ფაბრეგასი (ინიესტა 65), ჩავი, სონგი, სანჩესი, ნეიმარი, ტელიო (პედრო 73).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ბერგდიჩი (ალკატრასი 87), ებერტი (რამა 71), ბარაჰა, ომარი, როსი, გერა (ოსორიო 61).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 0:1 გერა (10), 1:1 სანჩესი (14), 2:1 ჩავი (52), 3:1 სანჩესი (64), 4:1 ნეიმარი (70)
გაფრთხილება: ბერგდიჩი (33), როსი (47), ომარი (90)
კარში დარტყმა: 21 (8) – 7 (1) ჯარიმა: 7 - 15 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 73% - 27% სეივი: 0 – 4
1. | ბარსელონა | 8 | 8 | 0 | 0 | 28:6 | 24 | |
2. | ატლეტიკო | 7 | 7 | 0 | 0 | 19:5 | 21 | |
3. | რეალი | 8 | 6 | 1 | 1 | 17:9 | 19 | |
4. | ვილიარეალი | 8 | 5 | 2 | 1 | 15:7 | 17 | |
5. | ბილბაო | 7 | 4 | 0 | 3 | 12:12 | 12 | |
6. | ვალენსია | 7 | 4 | 0 | 3 | 10:10 | 12 | |
7. | ესპანიოლი | 8 | 3 | 2 | 3 | 11:11 | 11 | |
8. | ხეტაფე | 7 | 3 | 1 | 3 | 9:10 | 10 | |
9. | ლევანტე | 8 | 2 | 4 | 2 | 8:14 | 10 | |
10. | მალაგა | 8 | 2 | 3 | 3 | 11:7 | 9 | |
11. | ელჩე | 8 | 2 | 3 | 3 | 8:11 | 9 | |
12. | ბეტისი | 7 | 2 | 2 | 3 | 7:7 | 8 | |
13. | გრანადა | 8 | 2 | 2 | 4 | 5:8 | 8 | |
14. | სოსიედადი | 8 | 1 | 4 | 3 | 6:9 | 7 | |
15. | სევილია | 7 | 1 | 3 | 3 | 11:13 | 6 | |
16. | სელტა | 7 | 1 | 3 | 3 | 7:10 | 6 | |
17. | ვალიადოლიდი | 8 | 1 | 3 | 4 | 7:13 | 6 | |
18. | ოსასუნა | 8 | 2 | 0 | 6 | 6:13 | 6 | |
19. | რაიო | 8 | 2 | 0 | 6 | 6:21 | 6 | |
20. | ალმერია | 7 | 0 | 3 | 4 | 10:17 | 3 |
6 ოქტომბერი: ატლეტიკო – სელტა, სევილია – ალმერია, ხეტაფე – ბეტისი, ბილბაო – ვალენსია.
ბომბარდირები: კოშტა („ატლეტიკო“), მესი („ბარსელონა“) – 8, რონალდუ („რეალი“) – 7, პედრო („ბარსელონა“) – 5.