ფეხბურთი

1:40 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში სტუმრები დომინირებენ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეშვიდე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა "ვილიარეალმა". აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” სევილიაში ადგილობრივ "ბეტისთან" წააგო. სტუმრებს ერთადერთი გოლი იგიებორმა 36-ე წუთზე გაუტანა. 

პამპლონაში "ოსასუნასა" და "ლევანტეს" შორის დაპირისპირებაში შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 87-ე წუთზე ლოტიესმა საჯარიმოში გარსიას წაქცევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, მთავარმა მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. სტუმართა ნახევარმცველის დიოპის მიერ შესრულებული პენალი ფერნანდესმა მოიგერია, დამატებაზე კი გარსიამ ყველას დაასწრო და "ლევანტეს" პრიმერაში მეორე გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სტუმრებს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ, თუმცა მაინც დამარცხდნენ. "ლევანტეს" პრიმერაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული. "ბარსელონამ" პირველ ტურში კაპაროსის შეგირდები 7:0 გაანადგურა.

მადრიდის "რეალთან" დაჩაგრულმა "ელჩემ" ხასიათი "სელტასთან" გასვლით მატჩში გამოისწორა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მარკესი გახდა. 62-ე წუთზე ესპანელის მიერ გატანილმა გოლმა სტუმრებს 25 წლის შემდეგ პრიმერაში პირველი გამარჯვება მოუტანა. 

ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა "ხეტაფემ". ლუის გარსია პლასას შეგირდებმა ამჯერად "ესპანიოლი" დაამარცხეს. "ხეტაფემ" 73-ე და 92-ე წუთებზე კოლუნგას დუბლის წყალობით იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესა. 

 

პამპლონა. "ელ სადარი". 13 488 

ოსასუნა - ლევანტე 0:1 (0:0) 

ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, ლოტიესი, არიბასი, დამია, სილვა, პუნალი, არმენტეროსი, დე ლას კუევასი (ნუნეზი 57), სისი (კეხუდო 80), რიერა (ონვუ 68). 

მწვრთნელი: ხავი გრაცია 

ლევანტე: ნავასი, ლოპესი, ვინტრა (ელ ადოუა 51), როდასი, ხუანფრანი, დიოპი, სიმაო, ლელი (ხუმეტრა 46), გარსია, ელ ზარი (ივანშიცი 76), დიავარა.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი 

გოლი: 0:1 ხუმეტრა (87) 

გაფრთხილება: პუნალი (40), სილვა (45+1), სისი (56), არიბასი (72), კეხუდო (86), ლოტიესი (87) - ვინტრა (11), როდასი (43) 

გაძევება: კეხუდო (90+1) 

ბურთის ფლობა: 70%-30% კარში დარტყმა: 20 (5) - 15 (5) კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 5 - 4 სეივი: 4 - 5 ჯარიმა: 17 - 15 

 

ვიგო. "დე ბალაიდოსი". 19 523 

სელტა - ელჩე 0:1 (0:0) 

სელტა: როდრიგესი, ტონი, ფონტასი, კოსტასი, მალიო, ლოპესი, ოუბინა, რაფინია, ნოლიტო (მინა 66), შარლესი, ფერნანდესი (კრონ-დელი 67).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე 

ელჩე: ერერა, სუარესი, ლომბანი, ბოტია, ალბაკარი (კისმა 59), პერეზი, მარკესი, ჟილი (მანტესონი 85), კორო, ფიდელი, დელ მორალი (ბოაკი 75).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა 

გოლი: 0:1 მარკესი (63) 

გაფრთხილება: უობინა (25) - კორო (49), ფიდელი (79), ბოტია (90+2). 

ბურთის ფლობა: 65%-35% კარში დარტყმა: 7 (1) - 14 (4) კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 2 - 3 სეივი: 3 - 1 ჯარიმა: 17 - 16 

 

ბარსელონა. "კორნელია ელ პრატი". 23 000 

ესპანიოლი - ხეტაფე 0:2 (0:0) 

ესპანიოლი: კასილია, კაპდევილა, მორენო, კოლოტო, ლოპესი, დავიდ ლოპესი (ტიევი 78), სანჩესი, სიმაო (ტორხე 68), პიზი, სტუანი, გარსია.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე 

ხეტაფე: მოია, აროიო, ალექსისი, რაფა, ლაგო, მიშელი (მოსკუერა 71), ბორხა, ლეონი (როდრიგესი 87), კასტრო, გავილანი (სარაბია 68), კოლუნგა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა 

გოლი: 0:1 ხუმეტრა (87), 0:2 კოლუნგა (90+2) 

გაფრთხილება: გარსია (62) - ალექსისი (31), მიშელი (39), კასტრო (69) 

ბურთის ფლობა: 54%-46% კარში დარტყმა: 13 (3) - 7 (3) კუთხური: 14 - 4 თამაშგარე: 1 - 2 სეივი: 1 - 3 ჯარიმა: 8 - 14 

 

სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 29 382 

ბეტისი - ვილიარეალი 1:0 (1:0) 

ბეტისი: სარა, ჩიკა, პოლაო, ამაყა, დიდაჩი, მატილია (ნაჩო 61), რეიესი (ტორესი 80), ვადილიო (ხუანფრანი 67), ვერდუ, იგიებორი, მოლინა.

მწვრთნელი: პეპე მელი 

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, მუსაკიო, დორადო, ჟოკიჩი, ტრიგუეროსი (პინა 57), სორიანო, აქუინო, კანი, პერეირა (დოს სანტოსი 57), უჩე (პერბეტი 69).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი 

გოლი: 1:0 იგიებორი (36) 

გაფრთხილება: მატილია (15), ვადილიო (23), ამაია (53), ჩიკა (62), რეიესი (79), დიდაჩი (89) - გასპარი (10), ჟოკიჩი (72), კანი (79) 

ბურთის ფლობა: 54%-46% კარში დარტყმა: 11 (5) - 7 (2) კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 3 - 9 სეივი: 2 - 4 ჯარიმა: 15 - 13

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.189503