ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტური მადრიდული კლუბებისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. „რეალმა“, „ატლეტიკომ“ და „რაიო ვალიეკანომ“ თავიანთი მატჩები მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.
კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ „რეალს“ „მალაგასთან“ იოლი მატჩი არ ჰქონია, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა. 23-ე წუთზე, გარეტ ბეილის დიაგონალური პასის შემდეგ, ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ დაამუშავა და ანდალუსიელთა კარში გადაგზავნა. ამის შემდეგ, „სამეფო კლუბს“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და მინიმალური ანგარით იმარჯვა.
ერთი ბურთი ეყო „ატლეტიკოსაც“, რომელმაც „ესპანიოლს“ უმასპინძლა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიეგო სიმეონეს გუნდმა კატალონიელთა კარის დალაშქვრა მაინც მოახერხა - დავიდ ვილიამ დიეგო კოსტა მეკარესთან თითქმის პირისპირ გაიყვანა, მადრიდელთა მთავარმეგოლეს კი, „ესპანიოლის“ დამწუხრება არ გასჭირვებია.
„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მსგავსად, მინიმალური ანგარიშით მოიგო ლუის ენრიკეს დამოძღვრილმა „სელტამაც“. ვიგოელებმა მე-19 წუთზე ნოლიტოს შედეგიანი დარტყმის წყალობით აიღეს ვალენსიელთა კარი და საგარეო მატჩში 3 ქულა ჩაიწერეს.
შედარებით უხვგოლიანი მატჩი გამოვიდა „კამპო დე ვალიეკასზე“, სადაც „რაიო ვალიეკანომ“ „ალმერიას“ უმასპინძლა. მადრიდელებმა პირველი ტაიმი ალბერტო ბუენოს გოლით მოიგეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში კი, ხოაკინ ლარივეის ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა გაიზარდა. „ალმერიამ“ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა და ქულის გადარჩენის იმედი გაიჩინა, მაგრამ ლარივეიმ თავის აქტივს კიდევ ერთი გოლი მიამატა და ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა.
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 15000
ლევანტე - სელტა 0:1 (0:1)
ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი (როდასი 46), ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, დიოპი (სისოკო 46), სიმანი, გარსია, ივანშიცი, კასადესუსი (დიავარა 75), ბარალი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
სელტა: იოელი, კაბრალი, ლოპესი, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი (მალიო 67), ფერნანდესი, ორელიანა (მინა 86), მადინდა (კრონ-დელი 70), ნოლიტო, შარლესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 0:1 ნოლიტო (19)
გაფრთხილება: ლოპესი (50), ივანშიცი (60), კარაბელასი (78) - მადინდა (55), ხონი (58), კაბრალი (60), ორტენეჩე (71), შარლესი (88)
კარში დარტყმა: 18 (8) – 25 (7) ჯარიმა: 17 - 18 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 6 – 8
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 12000
რაიო - ალმერია 3:1 (1:0)
რაიო: რუბენი, არბილია, კაშტრუ, ხალვესი, რაცი, ბაენა, ტრასორასი, ფალკე (ნაჩო 82), როჩინა (ბანგურა 74), ბუენო (ვიერა 69), ლარივეი.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ალმერია: ესტებანი, რაფიტა, ტრუხილიო, ტორსილერი, დუბარბიერი, ვერსა (სუსო 61), კორონა, აზიზი, ზონგო (სორიანო 69), ვიდალი (ბარბოსა 61), როდრი.
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 1:0 ბუენო (38), 2:0 ლარივეი (57), 2:1 სორიანო (72), 3:1 ლარივეი (77)
გაფრთხილება: რაცი (67) - დუბარბიერი (43), კორონა (79), როდრი (79)
კარში დარტყმა: 14 (5) – 7 (2) ჯარიმა: 11 - 16 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 2
მალაგა. „ლა როსალედა“. 30000
მალაგა - რეალი 0:1 (0:1)
მალაგა: კაბალიერო, ანხელერი (ელ-ჰამდაუი 86), ანტუნესი, სანჩესი, ფლავიუ, ტისონე (პორტილიო 68), დუდა, კამაჩო, ამრაბატი, სანტა კრუსი, სამუ (იაკოვენკო 69).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
რეალი: ლოპესი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ვარანი, ალონსო, მოდრიჩი (ილიარამენდი 90), ბეილი, ისკო (ხესე 63), რონალდუ, ბენზემა (დი მარია 32).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 რონალდუ (23)
გაფრთხილება: ანტუნეში (19), დუდა (61)
კარში დარტყმა: 13 (4) – 13 (6) ჯარიმა: 10 - 6 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 5 – 4
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 45000
ატლეტიკო - ესპანიოლი 1:0 (0:0)
ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ალდერვეირელდი, ტიაგუ, გაბი, თურანი (დიეგო 70), სოსა (კოკე 52), ვილია (გარსია 80), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (კორდობა 62), სანჩესი (ფერნანდესი 85), ლოპესი, გარსია, სტუანი, პიცი (ტორჟე 89).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 კოსტა (55)
გაფრთხილება: თურანი (52), გოდინი (69) - ლოპესი (32), კორდობა (78), სანჩესი (83), გარსია (90)
კარში დარტყმა: 8 (2) – 8 (4) ჯარიმა: 11 - 17 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 4 – 1