შაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის მორიგი მატჩები ჩატარდა. გათამაშების ლიდერებმა - „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ 3-3 ქულა იოლად მოიპოვეს.
ხერარდო მარტინოს დამოძღვრილმა კატალონიელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი „რაიო ვალიეკანოსთან“ ჩაატარეს. „კამპ ნოუს“ ბინადრებმა მეტოქის რბევა მატჩის დებიუტშივე დაიწყეს და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯევს. მე-2 წუთზე, „ბარსელონას“ მარცხენაფლანგელმა ადრიანო კორეიამ მარჯვენა ფეხით ძლიერად დაჰკრა და თავისი გუნდი დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, სესკ ფაბრეგასს პასი ლიონელ მესიმ დაუფასა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, რისი წყალობითაც კატალონიელები შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
53-ე წუთზე, ასისტენტის როლში თავად მესი აღმოჩნდა, რომელმაც ალექსის სანჩესი დატოვა მეკარესთან პირისპირ და ჩილელმაც თავისი შანსი გამოიყენა. ცხადია, 3 ქულის ბედი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ მასპინძლები იერიშებს არ წყვეტდნენ. შედეგად, ანგარიშში სხვაობა მალევე გაიზარდა - ინიესტასა და ფაბრეგასის მიერ გათამაშებული ეფექტური კომბინაცია პედრო როდრიგესმა დააგვირგვინა.
რამდენიმე წუთში, მესიმ დუბლი გაიფორმა, მატჩში წერტილი კი, ტრავმამოშუშებულმა ნეიმარმა დასვა, რომელმაც შორი დისტანციიდან გაისროლა და საკმაოდ ლამაზი გოლი მიითვალა - 6:0.
არცთუ დიდი გაჭირვებით იმარჯვა „ატლეტიკომ“, რომელმაც „ვისენტე კალდერონზე“ „ვალიადოლიდი“ დაამარცხა. რაულ გარსიასა და დიეგო კოსტას გოლების წყალობით, მე-4 წუთზე, ანგარიში უკვე 2:0 იყო და ინტრიგაც თითქმის მოისპო. მიუხედავად ამისა, მოსაწყენი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. 74-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა დიეგო გოდინმა თავური დარტყმით გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.
„ლევანტემ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და 3 ქულა მოიპოვა. მასპინძლებს გასამარჯვებლად მინიმალური ანგარიში ეყოთ. დღის ბოლოს, „ვილიარეალი“ „სელტას“ დაუხვდა და დამარცხდა. ვიგოელებმა „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ მატჩი 25 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, რადგან მოედანი ცრემლსადენი გაზის კვამლმა დაფარა.
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 40000
ატლეტიკო - ვალიადოლიდი 3:0 (2:0)
ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, ინსუა, გოდინი, ალდერვეირელდი, გაბი, სუარესი, გარსია (დიეგო 64), თურანი (ვილია 76), კოკე (სოსა 79), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ვალიადოლიდი: მარინიო, რუკავინა, ვალიენტე, პენია, მიტროვიჩი, ალვარო, ლარსონი (რამა 72), ომარი (ოსორიო 46), პერესი, როსი, გერა (მანუშუ 79).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 1:0 გარსია (3), 2:0 კოსტა (4), 3:0 გოდინი (74)
გაფრთხილება: პერესი (82), პენია (83), მიტროვიჩი (86)
კარში დარტყმა: 13 (5) – 4 (0) ჯარიმა: 10 - 11 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 0 – 2
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 16000
ლევანტე - ალმერია 1:0 (0:0)
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, როდასი, დიოპი, ელ-ზჰარი (ნაგორე 77), სიმანი, გარსია, კასადესუსი (დიავარა 58), ბარალი (პალიარდო 89).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი (ტებარი 79), ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, ვერსა, აზიზი (კორონა 69), ვიდალი, სუსო, ზონგო, ბარბოსა (დიასი 64).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 1:0 ბარალი (62)
გაფრთხილება: ნავარო (2) - დუბარბიერი (31), აზიზი (38), ტრუხილიო (53), სუსო (87)
კარში დარტყმა: 13 (3) – 13 (3) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 1 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 3 – 2
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 75000
ბარსელონა - რაიო 6:0 (2:0)
ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი (მასკერანო 68), ალვესი, ადრიანო, პიკე, ფაბრეგასი, ინიესტა, ბუსკეტსი, მესი (ტელიო 74), სანჩესი, პედრო (ნეიმარი 62).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია (ტიტო 42), მოხიკა, ტრასორასი, ბაენა, საული, ფალკე, ლარივეი (ლონგო 73), ბუენო (ვიერა 62), როჩინა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: 1:0 ადრიანო (2), 2:0 მესი (36), 3:0 სანჩესი (53), 4:0 პედრო (56), 5:0 მესი (68), 6:0 ნეიმარი (89)
კარში დარტყმა: 21 (10) – 9 (4) ჯარიმა: 6 - 10 კუთხური: 12 - 5 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 4 – 4
ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 15000
ვილიარეალი - სელტა 0:2 (0:0)
ვილიარეალი: კარლოსი, იოკიჩი, მუსაკიო, დორადო (პაულისტა 77), გასპარი, სორიანო, პინა, გომესი, ტრიხეროსი (ლეივა 73), პერბე, დოს სანტოსი (პერეირა 77).
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
სელტა: იოელი, კაბრალი (ლოპესი 46), მალიო, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, კრონ-დელი (ნოლიტო 57), ფერნანდესი (ლოპესი 70), ორელიანა, რაფინია, მინა.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 0:1 ორელიანა (83), 0:2 ნოლიტო (90)
გაფრთხილება: იოკიჩი (9), მუსაკიო (66) - კაბრალი (30), ორტენეჩე (40), ფერნანდესი (57), ნოლიტო (90)
კარში დარტყმა: 19 (5) – 9 (3) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 8 - 0 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 1 – 5