ფეხბურთი

2:45 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა მშრალად გაიხსნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის გახსნით მატჩში, სადაც ერთმანეთს „ელჩე“ და „ოსასუნა“ დაუპირისპირდნენ, უგოლო ფრე დაფიქსირდა. გუნდებს თანაბარი - 25-25 ქულა ჰქონდათ და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თავიანთ ანგარიშებს თითო ქულა დაუმატეს.

გამარჯვების უკეთესი შანსი „ელჩეს“ ჰქონდა, რადგან მასპინძელი იყო და მეტი მოეთხოვებოდა. თანაც, 61-ე წუთზე, „ელჩეს“ ფეხბურთელმა ფერან კორომინასმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ძალზე ხელსაყრელი შანსი ხელიდან გაუშვა.

ასე იყო თუ ისე, გუნდებს ანგარიშის გასახსნელად 90 წუთი არ ეყოთ და უგოლოდ გაიყარნენ - 0:0.

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 15000

ელჩე - ოსასუნა 0:0 

ელჩე: ტონიო (ერერა 77), სისმა, ლომბანი, სუარესი, ბოტია, სანჩესი, პერესი, ჩავესი (ნიხესი 68), მანუ, კორომინასი, ერერა (ბოაკე 84).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ოსასუნა: ფერნანდესი (რიესგო 77), დამია, ლოლო (ლოე 74), ლოტიესი, ბერტრანი, არიბასი, სილვა, არმენტეროსი (ლობატო 68), სეხუდო (ნინო 86), ტორესი, რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

გაფრთხილება: კორომინასი (55), სუარესი (59), სანჩესი (79) - ლოტიესი (23), დამია (54), ლოლო (59)

კარში დარტყმა: 12 (2) – 9 (3) ჯარიმა: 10 - 11 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 3 – 2

0.122895