ფეხბურთი

4:18 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა დივიზიონი ლოგიკური შედეგებით განახლდა

საშობაო არდადეგების შემდეგ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშება ანდალუსიის მხარეში განახლდა. ადგილობრივმა „მალაგამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა, მაგრამ უქულოდ დარჩა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მადრიდელთა ნახევარმცველმა კოკემ საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს დაამატა და მიმდინარე სეზონში თავისი მე–4 გოლი მიითვალა. მასპინძლები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ – დიეგო სიმეონეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა „ვალიადოლიდისა“ და „ბეტისის“ მატჩში. არცთუ საინტერესო დაპირისპირებაში სახიფათო მომენტები მცირე რაოდენობით იყო და საბოლოოდ, ლოგიკური უგოლო ფრე დაფიქსირა.

ხუან ანტონიო პიცის დამოძღვრილმა „ვალენსიამ“ „ლევანტეს“ თითო ტაიმში თითო ბურთი აკმარა და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა. პირველი ნახევრის მიწურულს, თავის გამოჩენის შანსი „ღამურების“ არგენტინელ ლეგიონერ პაბლო პიატის მიეცა და ძლიერი დარტყმით, მასპინძლები წინ გაიყვანა.

შესვენებიდან დაბრუნებულმა ვალენსიელებმა უპირატესობა 73–ე წუთზე გაიმყარეს – სოფიან ფეგულიმ სოლო რეიდი გოლით დააგვირგვინა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.

დღე „ალმერიასა“ და „გრანადას“ მატჩით დასრულდა. ალმერიელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 25000

მალაგა – ატლეტიკო 0:1 (0:0)

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, სანჩესი, ანხელერი (მორალესი 77), ველიგტონი, ანტუნეში, კამაჩო, დარდერი, ელიზეუ (სანტა კრუსი 66), სამუ, ხუანმი (დუდა 66).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, თურანი (როდრიგესი 62), ტიაგუ, კოკე, ოლივერი (ადრიანი 46), კოსტა, ვილია (ალდერვეიდი 85).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 კოკე (70)

გაფრთხილება: დარდერი (24), ანხელერი (41), სამუ (87), ანტუნეში (89) – მირანდა (10), ტიაგუ (26), ხუანფრანი (53), კოსტა (77), გოდინი (83), როდრიგესი (86)

კარში დარტყმა: 12 (3) – 9 (6) ჯარიმა: 20 - 15 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 5 – 3

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15000

ვალიადოლიდი – ბეტისი 0:0

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ალვარო, ლარსონი (მანუშუ 84), ომარი (ჰაენი 74), პერესი, როსი (რამა 90), გერა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ბეტისი: სარა, ჩიკა, პაულანი, ამაია, დიდაკი, ვერდუ (ნონო 75), მატილია (სევილია 60), რეიესი, კარლოსი, კასტრო (ჩული 87), მოლინა.

მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო

გაფრთხილება: ალვარო (44)

კარში დარტყმა: 10 (3) – 6 (3) ჯარიმა: 6 - 10 კუთხური: 10 - 6 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 3

 

ვალენსია. „მესტალია“. 33000

ვალენსია – ლევანტე 2:0 (1:0)

ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, ბარაგანი, ფეგული, პარეხო (ბანეგა 80), რომეუ, ბერნატი, პოშტიგა (კარტაბია 83), ჟონასი, პიატი (გუარდადო 74).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

ლევანტე: ნავასი, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, ელ–ადუა, დიოპი, სიმანი (კამარასა 72), რიოსი (ელ ზჰარი 54), გარსია, ივანშიცი (კსუმეტრა (54), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლი: 1:0 პიატი (42), 2:0 ფეგული (73)

გაფრთხილება: კოშტა (40), მატიე (62), ბანეგა (90) – სიმანი (64)

კარში დარტყმა: 17 (5) – 7 (2) ჯარიმა: 17 - 24 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 2 – 3

 

ალმერია. „ჰუეგოს მედიტერანეოსი“. 11200

ალმერია – გრანადა 3:0 (2:0)

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (სუსო 87), ვერსა (კორონა 84), აზიზი, ვიდალი, ბარბოსა, დიასი (ზონგო 71).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გრანადა: კარნეზისი, დიაკატე (ბუონანოტე 53), ნიომი, მაინსი, ფულკე, იებდა (რესიო 58), იტურა, ბრაიმი, რიკო, პიტი, ელ–არაბი (რიკი 46).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლი: 1:0 დუბარბიერი (14), 2:0 ვერსა (28პ.), 3:0 ვიდალი (80)

გაფრთხილება: სორიანო (36), ვერსა (43), აზიზი (70) – დიაკატე (25), რიკო (27)

კარში დარტყმა: 18 (8) – 6 (3) ჯარიმა: 18 - 10 კუთხური: 9 - 9 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 3 – 5

0.115768