ფეხბურთი

11:23 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა დივიზიონი: ციფრები, რეკორდები, საინტერესო ფაქტები...

 ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2012-2013 წლების სეზონში, კატალონიის “ბარსელონამ” 100 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და მადრიდის “რეალისგან” წართმეული ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს “ბარსელონამ”, “რეალმა”, “ატლეტიკომ” და “სოსიედადმა”. რაც შეეხება ქვედა სამეულს, მომდევნო სეზონში სეგუნდა დივიზიონში იასპარეზებენ: “მალიორკა”, “დეპორტივო”, “სარაგოსა”.

ეს რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ახლა კი, პრიმერას აწდასრულებული სეზონის ციფრებზე, რეკორდებსა და უბრალოდ საინტერესო ფაქტებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

 

რეკორდები

მასპინძელი გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვება: “ატლეტიკო” – “დეპორტივო” 6:0

სტუმარი გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვება: “რაიო ვალეკანო” – “ბარსელონა” 0:5, “მალიორკა” – “რეალი” 0:5, “ვალენსია” – “რეალი” 0:5.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: “დეპორტივო” – “ბარსელონა” 4:5

ყველაზე სწრაფი გოლი: ხოსე რეიესი (მე-13 წამი), “სევილია” – “ბეტისი” 5:1.

ყველაზე გვიანი გოლი: რობერტო ტრასორასი (94-ე წუთი და მე-3 წამი), “რაიო ვალიეკანო” – “გრანადა” 1:0.

 

* ”მალაგას” ფეხბურთელი ფაბრის ოლინგა ყველაზე ახალგაზრდა - 16 წლისა და 98 დღის იყო, როდესაც პრიმერას გასულ სეზონში გოლით გამოიჩინა თავი. მისი დებიუტი 2012 წლის 18 აგვისტოს, “სელტასთან” მატჩში შედგა. ოლინგა თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და 84-ე წუთზე გოლის ავტორიც გახდა.

* 2013 წლის 13 იანვარს პრიმერა დივიზიონის პირველი წრე დასრულდა, სადაც “ბარსელონამ” 57 შესაძლო ქულიდან 55 დააგროვა. კატალონიელებმა 18 მოგებასა და ფრეს მოუყარეს თავი, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

* 2013 წლის 2 თებერვალს, “გრანადასთან” მატჩში, “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ისტორიაში ყველა გუნდის კარში შეძლო გოლის გატანა (მათ შორის, საკუთარ კარშიც).

* 2013 წლის 30 მარტს, “სელტასთან” მატჩში, კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ პრიმერა დივიზიონის მორიგი რეკორდი დაამყარა – მიჯრით 19 ტურში შეძლო გოლის გატანა.

* გასულ სეზონში, “ბარსელონამ” ერთი რეკორდი დაამყარა და 3 გაიმეორა: კატალონიელებმა უგოლოდ არცერთ მატჩში დატოვეს მოედანი. რაც შეეხება გამეორებულ რეკორდებს, ტიტო ვილანოვას გუნდმა 100 ქულა დააგროვა და ყველაზე მეტი - 32 გამარჯვება მოიპოვა (ორივე რეკორდი შარშან “რეალს” ეკუთვნოდა). გარდა ამისა, გასვლით მატჩებში ყველაზე ნაკლები – 11 გოლი გაუშვა.

* მეორედ მოხდა, რომ “ბარსელონაცა” და “რეალიც” 100-გოლიან ზღვარს გადაცდნენ. კატალონიელებსა და მადრიდელებს ანალოგიური შედეგი 2011-2012 წლების სეზონშიც ჰქონდათ.

 

ბომბარდირები:

46 გოლი (4 პენალტით) - ლიონელ მესი (“ბარსელონა) 31 მატჩი;

34 (6 პენალტით) - კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 34;

27 (8 პენალტით) - რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”) 32;

20 (2 პენალტით) - ალვარო ნეგრედო (“სევილია”) 32;

19 გოლი (4 პენალტით) - რობერტო სოლდადო (“ვალენსია”) 31.

 

ჰეთ-თრიქი: რადამელ ფალკაო, კრიშტიანუ რონალდუ (3-ჯერ), ლიონელ მესი, ხაბი პრიეტო, ალვარო ნეგრედო, სესკ ფაბრეგასი.

პოკერი: ლიონელ მესი (“ბარსელონა” – “ოსასუნა” 5:1).

პენტა-თრიქი: რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო” – “დეპორტივო” 6:0)

 

“ზამორას პრიზი” (გადაეცემა იმ მეკარეს, რომელსაც ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული) 

ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”) – 26 გოლი 34 მატჩში (საშუალოდ – 0.76);

ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”) – 31 გოლი 29 მატჩში (საშუალოდ 1.07);

ვილფრედო კაბალიერო (“მალაგა”) – 38 გოლი 34 მატჩში (საშუალოდ 1.12).

 

ყვითელი ბარათები

ყველაზე მეტი – “ესპანიოლი” (121)

ყველაზე ნაკლები – “ბარსელონა” (51)

 

წითელი ბარათები

ყველაზე მეტი – “სევილია”, “ხეტაფე” (ორივე – 5)

არავინ გაუძევებიათ – “ბარსელონა”, “ვალიადოლიდი”, “სოსიედადი”, “ატლეტიკო”, “სელტა”.

 

სხვა ფაქტები...

* ”რაიო ვალიეკანოსა” და “რეალის” მატჩის წინ, გულშემატკივართა ჯგუფმა სტადიონზე ელექტროკაბელები გადაჭრა, რის გამოც, მატჩი გადაიდო;

* მთელი სეზონის განმავლობაში, “ბარსელონამ” ლიდერობა არცერთხელ დათმო.

0.145573