ინგლისის პრემიერლიგაში, ახალი სეზონის პირველი ტური, ლონდონური არეულობების გამო მატჩნაკლულად იმართება - “ტოტენჰემი”-“ევერტონის” ჩატარება მოგვიანებით იგეგმება. მოგეხსენებათ, ლონდონი დიდია და თუ ჰარი რედნაპის გუნდისთვის სტუმრის მიღება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული, ტურის პირველ დღეს, დედაქალაქის კიდევ ორ სხვა უბანში მატჩები მაინც ჩატარდა.
მათგან უხვგოლიანობით გამოირჩა პრემიერლიგაში დაბრუნებული “ქუინზ პარკ რეინჯერსისგან” “ბოლტონის” მასპინძლობა. მხოლოდ ესაა, რომ ნილ უორნოკის შეგირდები ზედმეტად “კარღიად” დაუხვდნენ სტუმრებს. “ბოლტონმა” 4 უპასუხო გოლი გაიტანა, რომელთა შორის, რიგით მეორე - ჩემპიონატის პირველი ავტოგოლი შეიქნა. უელსელმა მცველმა გებიდონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
პრემიერლიგის საამსეზონო პირველი გოლი კი, ლუის სუარესმა მიითვალა. ეს იყო “ლივერპულისა” და “სანდერლენდის” შეხვედრის მე-12 წუთზე, როცა “ბლექპულიდან” შეძენილი ჩარლი ადამის მიერ შესრულებულ სტანდარტს, ურუგვაელმა ფორვარდმა თავით შეუცვალა მიმართულება. მასპინძლებს გოლის გატანა აქამდე 5 წუთით ადრეც მართებდათ, მაგრამ რიჩარდსონის მიერ სუარესის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანის რეალიზებისას, დაზარალებულმა ბურთი დიდი მანძილით გადააცილა სტუმართა კარის ხარიხას. დალგლიშის გაწვრთნილებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ უშედეგოდ ირჯებოდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათიოდე წუთი იყო გასული, როცა “სანდერლენდის” ეგვიპტელი ნახევარმცველის, ახმედ ალ მუჰამადის გადაცემას შვედმა სებასტიან ლარსონმა ვარდნაში სამაგალითო დარტყმა მოაყოლა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ამის შემდეგ, ენფილდელები ხშირად უტევდნენ, მაგრამ იყო მომენტები, როცა თავადაც შეეძლოთ გაშვება და საერთოდ უქულოდ დარჩენა.
პირველი დღის ყველაზე დრამატული დაპირისპირება ნიუკასლში შედგა, სადაც ერთმანეთს ლონდონის “არსენალი” და "ნიუკასლი" შეხვდნენ . დაძაბული ორთაბრძოლის კულმინაცია იყო 75-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი. ამ დროს, კოტდივუარელი ჟერვინიო “მეთოფეთა” შეტევის მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და წაიქცა. წაქცეულს მცველები წამოესივნენ და “საქმის გარჩევა” დაუწყეს. ყველაზე მეტად ჯოი ბარტონი აქტიურობდა, რომელსაც აფრიკელისაგან მოქნეული ხელი ყურის ძირში მოხვდა. არბიტრ პიტერ უოლტონის ვერდიქტი ლონდონელთათვის საკმაოდ მწარე გამოდგა - ჟერვინიოს წითელი ბარათი უჩვენა, პროვოკატორი ბარტონი კი, მხოლოდ “გააყვითლა”. ლონდონელებმა მატჩი წაუგებლად ჩაამთავრეს და თუ კაცნაკლულებმაც ვერ მოახერხეს გატანა, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
კვირას, ახალ სეზონშიც ფავორიტი “ჩელსი” და “მანჩესტერი” სტუმრად ითამაშებენ. ტურის ბოლო მატჩი კი, ორშაბათს მანჩესტერში გაიმართება. აქ შედგება პრემიერლიგაში “სუონსის” დებიუტი. სხვათა შორის, ბუკმეიკერები ამ უელსური გუნდის ამავე სეზონის ბოლოს დაქვეითებაზე ყველაზე ნაკლებ კოეფიციენტს გამოდიან.
13 აგვისტო
ბლექბერნი, “ევუდ პარკი”, 21996
ბლექბერნი-ვულვზი 1:2 (1:1)
ბლექბერნი (4-5-1): პოლ რობინსონი, ჰენლი, მარტინ ოლსონი, მიჩელ სალგადო, ნ’ზონზი, დევიდ დანი, ემერტონი (როჩინა, 46), პედერსენი (გუდვილი, 72), ფორმიკა (ბლეკმენი, 86), ჰოილეტი, ჯეისონ რობერტსი.
მწვრთნელი: სტივ კინი.
ვულვზი (4-4-2): ჰენესი, ბერა, როჯერ ჯონსონი, სტრიმენი (ფოლი, 47), უორდი, ჰენრი, ო’ჰარა, ჰანტი (მაიერჰოფერი 90), ჯერვისი (ელოკობი, 76), სტივენ ფლეტჩერი, დოილი.
მწვრთნელი: მიკ მაკარტი.
გოლები: 1:0 ფორმიკა (20), 1:1 ფლეტჩერი (22), 1:2 უორდი (47).
გამოუყენებელი პენალტი: დოილი (47).
გაფრთხილებები: დანი (36), ემერტონი (38), რობერტსი (60), ნ’ზონზი (90) - ჯონსონი (19), ბერა (21).
მსაჯი: კევინ ფრენდი.
დარტყმა 2 (9)-3 (9); ჯარიმა 12-11; კუთხური 12-6; თამაშგარე 0-1; ბურთის ფლობა 52%-48%; სეივი 1-1.
ლონდონი, “ქრეივენ კოტეჯი”, 25700
ფულემი-ასტონ ვილა 0:0
ფულემი (4-4-2): შვარცერი, ჰანგელანი, სენდეროსი, რიისე, არონ ჰიუზი, დენი მერფი, ეტუჰუ, დაფი, დემპსი, ზამორა (დემბელე, 74), ენდრიუ ჯონსონი.
მწვრთნელი: მარტინ იოლი.
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი, რიჩარდ დანი, კოლინზი, სტივენ უორნოკი, ლუკ იანგი, დელფი, სტილიან პეტროვი (კლარკი, 90), ნ’ზოგბია (ოლბრაიტონი, 67), აგბონლაჰორი, ჰესკი, დარენ ბენტი.
მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
გაფრთხილებები: მერფი (21), დემბელე (82) - აგბონლაჰორი (45+2), პეტროვი (82), დანი (84).
მსაჯი: ლი მეისონი.
დარტყმა 5 (4)-1 (5); ჯარიმა 10-20; კუთხური 2-3; თამაშგარე 5-4; ბურთის ფლობა 53%-47%; სეივი 1-5.
ლივერპული, “ენფილდ როუდი”, 45018
ლივერპული-სანდერლენდი 1:1 (1:0)
ლივერპული (4-5-1): რეინა, აგერი, კარაგერი, ხოსე ენრიკე, ფლანაგანი, ადამი, ლუკას ლეივა, დაუნინგი, ჰენდერსონი (კუიტი, 61), სუარესი (მეირელეში, 75), ენდრიუ კეროლი.
მწვრთნელი: კენი დალგლიში.
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე, ენტონი ფერდინანდი, ბრაუნი, ფილიპ ბერდსლი, რიჩარსდონი, კატერმოლი, კოლბეკი, სებასტიან ლარსონი (ვოანი, 81), სესენიონი, ალ მუჰამადი, ასამოა გიანი (დონგ-ვონ ჯი, 66).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი.
გოლები: 1:0 სუარესი (12), 1:1 ლარსონი (57).
გამოუყენებელი პენალტი: სუარესი (7).
გაფრთხილებები: კარაგერი (45), ჰენდერსონი (60), ადამი (66), კუიტი (72) - რიჩარდსონი (6), კატერმოლი (27), ბერდსლი (45+2), ლარსონი (78).
მსაჯი: ფილ დაუდი.
დარტყმა 4 (7)-7 (7); ჯარიმა 17-13; კუთხური 6-3; თამაშგარე 1-2; ბურთის ფლობა 53%-47%; სეივი 6-2.
ლონდონი, “ლოფტუს როუდი”, 15195
ქპრ-ბოლტონი 0:4 (0:1)
ქპრ (4-5-1): კენი, გებიდონი, ჰოლი, ჰილი, კირონ დაიერი (ორი 7), ფორლინი, დერი, ტომი სმიტი (ჰელგუსონი, 73), ბოტროიდი, დადლი კემპბელი, ტაარაბტი (ბუჟაკი, 72).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი.
ბოლტონი (4-4-2): იასკელაინენი, ნაიტი, გარი კეჰილი, პოლ რობინსონი, რიო-კოკერი (პრატლი, 83), სტეინსონი, მუამბა, მარტინ პეტროვი, იგლზი (მარკ დევისი, 81), კლასნიჩი (რობი ბლეიკი, 86), კევინ დევისი.
მწვრთნელი: ოუენ კოილი.
გოლები: 0:1 კეჰილი (45+2), 0:2 გებიდონი (67, საკ. კარში), 0:3 კლასნიჩი (70), 0:4 მუამბა (79).
გაფრთხილებები: ჰილი (52, 90) - რიო-კოკერი (31), კეჰილი (76).
გაძევება: ჰილი (90).
მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
დარტყმა 3 (6)-7 (6); ჯარიმა 9-16; კუთხური 3-2; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 45%-55%; სეივი 4-3.
უიგანი, “ DW სტედიუმი”, 17454
უიგანი-ნორვიჩი 1:1 (1:1)
უიგანი (4-3-2-1): ალ ჰაბსი, ლოპეს პისკუ (რონი სტამი, 82), კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი, დიამე, უოტსონი, ჯეიმს მაკარტი, ჰორდი გომესი (სემონი, 53), მოზესი, ფრანკო დი სანტო (როდალეგა, 53).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
ნორვიჩი (4-3-3): რადი, დე ლაეტი, უიტბრედი (ლეონ ბარნეტი, 72), ტირნი, რასელ მარტინი, ფოქსი, ჰულაჰენი, სურმანი (ბენეტი, 75), კროფტსი, სტივ მორისონი (პილკინგტონი, 75), ჰოლტი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი.
გოლი: 1:0 უოტსონი (21, პენ.), 1:1 ჰულაჰენი (45+1)
გაფრთხილებები: დიამე (84), უოტსონი (85) - ფოქსი (1), მორისონი (72).
მსაჯი: სტიუარტ ეტუელი.
დარტყმა 7 (6)-2 (8); ჯარიმა 12-8; კუთხური 7-3; თამაშგარე 1-5; ბურთის ფლობა 53%-47%; სეივი 1-5.
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”, 46894
ნიუკასლი-არსენალი 0:0
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, სიმპსონი, რაიან ტეილორი, სტივენ ტეილორი, ტიოტე, ბარტონი, გუტიერესი, კაბაიე (ლოვენკრანდსი, 81), ამეობი (ბესტი, 73), დემბა ბა (ობერტანი, 46).
მწვრთნელი: ალან პარდიუ.
არსენალი: შჩენსნი, ვერმალენი, სანია, კოსელნი, გიბზი, სონგ ბილონგი, როსიცკი (ფრიმპონგი, 85), არშავინი (უოლკოტი, 61), რემსი (ჯურუ, 90+3), ჟერვინიო, ვან პერსი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გაფრთხილებები: კოლოჩინი (45+1), ტიოტე (67), ბარტონი (76) - სონგ ბილონგი (29), გიბზი (48), როსიცკი (52), შჩენსნი (78), ვერმალენი (90+1).
გაძევება: ჟერვინიო (76).
მსაჯი: პიტერ უოლტონი.
დარტყმა 3 (4)-3 (5); ჯარიმა 10-11; კუთხური 2-5; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 45%-55%; სეივი 4-4.
14 აგვისტო
სტოკი - ჩელსი, ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერი;
15 აგვისტო
სიტი - სუონსი
შმაგო სორელი







