ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა ქვეყნის ახალი სატრანსფერი რეკორდი დაამყარეს. მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარკოს როხო იყიდა, ინგლისური კლუბების საზაფხულო დანახარჯმა 644 მილიონი ფუნტი შეადგინა. წინა რეკორდი 630 მილიონი ფუნტი იყო, რომელიც გასულ ზაფხულში დამყარდა.