ფეხბურთი

19:11 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში პულისი და უიკჰემი გამოარჩიეს

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი და “სანდერლენდის” თავდამსხმელი კონორ უიკჰემი აპრილის თვეში პრემიერლიგაში საუკეთესოებად დაასახელეს.

“კრისტალ პალასმა”, გასულ თვეში, 5 თამაში ჩაატარა. ლონდონელებმა “კარდიფთან”, “ასტონ ვილასთან”, “ევერტონთან” და “ვესტ ჰემთან” მოიგეს, ხოლო “სიტისთან” წააგეს. გუნდის მიერ ნაჩვენები კარგი შედეგები მთავარ მწვრთნელს, ტონი პულისს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებით დაუფასდა.

კონორ უიკჰემმა, “სანდერლენდის” მიერ აპრილში ჩატარებული 5 თამაშიდან მონაწილეობა ოთხში მიიღო. მან მეტოქის კარის აღება 5-ჯერ მოახერხა. 21 წლის თავდამსხმელის გოლებით გუნდმა 4 ქულა აიღო.

0.114827