ფეხბურთი

12:42 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ სიმულანტები დაიცვა

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ მხარი არ დაუჭირა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი, რომლის სიმულაციაც უშუალოდ თამაშის დროს მსაჯმა ვერ შენიშნა, მატჩის შემდეგ უნდა დაისაჯოს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰავბეკმა ეშლი იანგმა სიმულაციის შედეგად გამოიმუშავა პენალტი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფეხბურთელის დისკვალიფიკაციით დასჯის იდეით გამოვიდა, მაგრამ კლუბებმა და პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ იდეა არ მოიწონა. მოწინააღმდეგეების აზრით, თუ ეს სიახლე ძალაში შევა, გუნდები მსაჯის შეცდომის გამო წაგებული შეხვედრის გადათამაშებას მოითხოვენ.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116291