ფეხბურთი

17:28 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ საუკეთესოდ სუარესი და პულისი დაასახელა

“ლივერპულის” თავდამსხმელი ლუის სუარესი ინგლისის პრემიერლიგამ 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილ სეზონში, ურუგვაელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 31 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომმბარდირი გახდა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პრემიერლიგამ “კრისტალ პალასის” დამრიგებელი ტონი პულისი აღიარა. 56 წლის უელსელმა გუნდი შარშან ნოემბერში ჩაიბარა, როდესაც “კრისტალ პალასი” 11 ტურის მერე სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა. პულისმა იმდენი მოახერხა, რომ გუნდმა სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.

პრემიერლიგის ვერსიით საუკეთესო მეკარის ტიტული პეტერ ჩეხმა (“ჩელსი”) და ვოიცეხ შჩესნიმ (“არსენალი”) გაიყვეს. ორივე მათგანმა სეზონის განმავლობაში კარი 16-16 მატჩში “მშრალად” შეინახა.

0.135234